კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვების გარეშე დარჩენილი დედა თვითმკვლელობით იმუქრება

22 მარტი, 2011

სიღნაღის რაიონში მცხოვრები სამი შვილის დედა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ ბავშვები ჩამოართვა, პროტესტის ნიშნად, თვითმკვლელობით იმუქრება. „სამივე ბავშვი წამართვეს. მეოთხე რომ გავაჩინო, იმასაც წამართმევენ. გიჟი ხარო, მეუბნებიან. გიჟი არ ვარ, ინვალიდი ვარ, მაგრამ შვილის ყოლის და გაზრდის უფლება ხომ მაქვს“, - ამბობს ნ. ქ-შვილი.

ბავშვების გარეშე დარჩენილი დედა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც მას და მის მეუღლეს მშობლის უფლებები შეეზღუდათ.

ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული და უკანონოა. „სასამართლომ მამას იმ მიზეზით შეუზღუდა მშობლის უფლება, სახლში რომ არ იყოს, ბავშვებს მარტო დედასთან მოუწევთ დარჩენა, რაც საშიშიაო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მტკიცებით, დედა ბავშვზე ძალადობს, რაც სიცრუეა და ეს გამოძიებამაც დაადასტურა. არ შეიძლება ბავშვებს ასე ხელაღებით ართმევდნენ მშობლებს. დავრწმუნდი, რომ სააგენტო ანგარიშს უსწორებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც გაბედავს და მის წინააღმდეგ რამეს იტყვის ან დავას დაიწყებს“, - აღნიშნავს ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“. უფლებადაცვით ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახს სოციალური ნიშნით ჩაგრავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები