კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს რეკომენდაციით მიმართავს

25 მარტი, 2011

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეკომენდაციით ხათუნა კალმახელიძეს მიმართავს.

გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს თხოვს, შეისწავლოს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული პრობლემები და მოახდინოს მათზე ადეკვატური რეაგირება.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებებით მიმართეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა. განცხადებებში ისინი მიუთითებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ირღვევა მათი უფლებები. კერძოდ, გართულებულია ექიმთან შეხვედრის პროცედურა. დაწესებულებაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პატიმარმა განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, ხოლო შემდეგ დაელოდოს გადაწყვეტილებას. ამასთან, ისინი არც სათანადო მედიკამენტებით არიან უზრუნველყოფილნი.
 
პატიმრები აღნიშნავენ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება, პატიმრობის კოდექსით დადგენილი რეგულარობით (კვირაში ორჯერ) მიიღონ შხაპი. წყალი საკნებში გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსით ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა 1-იდან 2 საათამდეა, მათ მხოლოდ 30 წუთით სარგებლობის უფლებას აძლევენ.

ნაცვლად ერთი საათისა, სუფთა ჰაერზე ყოველ დღე მხოლოდ 15 წუთით გაყავთ, რა დროსაც ზედამხედველები მათ უხეშად და დამამცირებლად ექცევიან.

პატიმართა თქმით, მათ არაერთხელ სცადეს აღნიშნული პრობლემების შესახებ წერილობით მიემართათ სახალხო დამცველისთვის, თუმცა, დაწესებულებიდან განცხადებები არ იგზავნება.

დაწესებულების ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა საკნებში ტელევიზორების დაშვების თაობაზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები