ახალგაზრდების ჯგუფი 26 მარტს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის ძეგლთან, გამართავს აქცია-პერფორმანსს „უხარისხო" ტელე-შოუების წინააღმდეგ.
იდეა სოციალურ ქსელ facebook-ის წევრებს შორის დაიბადა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, ორიგინალური ფორმით დააფიქსიროს პროტესტი ქართულ ტელე-მედია სივრცეში არსებული უხარისხო გადაცემებისადმი.
„ღონისძიების მიზანი არ არის რომელიმე კონკრეტული გადაცემის ფორმატის შეცვლა ან დახურვა, არამედ, ადამიანის უფლებებსა და ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული უკეთესი ხარისხის სატელევიზიო პროდუქციის წარმოების მოთხოვნა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე ონიანმა.
facebook-ში გაკეთებული კომენტარების მიხედვით, აქცია მიმართული იქნება ასევე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შოუს „პროფილის“ წინააღმდეგაც.
აქცია 15:00 საათზეა დანიშნული.
მედია.გე