კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების განახლებას იმედოვნებენ

28 მარტი, 2011
არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ „ოპოზიციურ რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.

როგორც „ოპოზიციური რვიანისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ განაცხადა, პროცესი შეჩერებული და ჩაშლილი არ არის. „ოპოზიციური რვიანის“ მხრიდან განცხადება იმისთვის გაკეთდა, რომ პროცესები მაქსიმალურად დაჩქარდეს და ორივე მხარე მაქსიმალურად კონსტრუქციული იყოს.

სირაძის თქმით, პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხზეა დამოკიდებული.

„ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე. შესაბამისად, ყველასთვის ძალიან მომგებიანია, რომ მოლაპარაკებების პროცესები დროულად დასრულდეს, იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ მოვემზადოთ არჩევნებისათვის. იმედი მაქვს, პროცესები განახლდება და კოდექსში ცვლილებების ნაწილს მაქსიმალურად სწრაფად გავივლით“, - განაცხადა სირაძემ.

25 მარტს ოპოზიციურ რვიანსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში გაიმართა.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები