კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კვირის პალიტრის“ სტატიამ ტყუპი გოგონების სიცოცხლე გადაარჩინა

28 მარტი, 2011
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ ტყუპი გოგონების სიცოცხლე გადაარჩინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ჟურნალისტმა ეთერ ერაძემ განუცხადა, რამდენიმე დღის წინ მობილურ ტელეფონზე სმს შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში სვანიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ბოსელში ცხოვრობდა, ახალდაბადებულ დღენაკლულ ტყუპ გოგონებს კი დედა საკვების უქონლობის გამო, პიტნის ჩაის ასმევდა.

„ბედზე ჩავუსწარი ამ ბავშვებს. 1 თვის ბავშვები 3 დღის განმავლობაში მხოლოდ დამტკბარ პიტნის ჩაიზე ჰყავდა დედამისს. სვანიშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვები რომ არ დაღუპულიყვნენ, რაც ფული მქონდა დავუტოვე „ჰუმანა“ რომ ეყიდა დედამისს პატარებისთვის. როცა მათი ეზოს კარი შევაღე, ბავშვების დედა შეშას ჩეხავდა, ბავშვების მამა კი მთვრალი იყო“, - განაცხადა ეთერ ერაძემ.

ეთერ ერაძემ სვანიშვილების ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური პრობლემების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, რომლის გამოქვეყნებისთანავე კასპის რაიონის მუნიციპალიტეტმა ტყუპ გოგონებს, მარიამსა და ნინოს ყოველთვიური 100 ლარიანი დახმარება დაუნიშნა. ხოლო „კვირის პალიტრის“ თანამშრომლებმა სვანიშვილების ოჯახისთვის ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები მოაგროვეს.

ეთერ ერაძის სტატიას გაზეთის მკითხველები და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც რედაქციის თანამშრომელთა მსგავსად, შეაგროვეს საჭირო ნივთები და პროდუქტები.

შეგროვილი ნივთები დღეს სოფელ ახალციხეში მცხოვრებ სვანიშვილების ოჯახს თავად ეთერ ერაძემ ჩაუტანა.

ოჯახის დიასახლისის ნონა სვანიშვილის თქმით, მას ოთხი შვილი ჰყავს. უფროსი „სოს ბავშვთა სოფელში“ იზრდება, დანარჩენებს კი საცხოვრებელ ოთახად გადაკეთებულ ბოსელში ზრდის.

„როცა ოჯახი გაიყო, ჩვენ მშენებარე სახლი გვერგო. რომ გაგვიჭირდა, ჩემმა ქმარმა სახლს რკინები მოხსნა და გავყიდეთ. ასევე გავყიდეთ ის რკინები, რომლითაც საპირფარეშო გვქონდა აშენებული ეზოში“, - განაცხადა ნონა სვანიშვილმა.

სვანიშვილების ოჯახის პრობლემის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ 2 კვირა გავიდა, თუმცა დახმარების მსურველი მოქალაქეების რიცხვი არ კლებულობს და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის დასახმარებლად საკვები პროდუქტები თუ პირველადი დანიშნულების საგნები ისევ გროვდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები