კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი დააკავა

28 მარტი, 2011
მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად , თაღლითობის ბრალდებით, გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატუიდან აცნობეს, ბონდო ვათიაშვილი თავის ახლობელს, ყალბი დიპლომების დამზადებისათვის ბრალდებულ ლამარა ასლამაზიშვილს არწმუნებდა, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პროკურორს გადაუხდიდა 10. 000 ლარს ქრთამის სახით.

რამდენადაც ლამარა ასლამაზიშვილს არ ჰქონდა ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, ის ენდო ბ. ვათიაშვილს და ოჯახის წევრის შუამავლობით გადასცა მას აღნიშნული თანხა, რომელიც ადვოკატმა თაღლითურად მიისაკუთრა.

ბონდო ვათიაშვილს ბრალი წარედგინა თაღლითობაში, დანაშაული გათვალისწინებულია სსსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები