კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC):

- სამართალმცოდნეობის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;

-  ადვოკატის სტაჟიორის სერტიფიკატის მიღების მსურველ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს;

იწვევს იურიდიული კლინიკის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პროგრამის განმავლობაში თქვენ მონაწილეობას მიიღებთ:

• სატელეფონო და პირად იურიდიულ კონსულტაციებში;
• სასამართლო სხდომაზე განსახილველი საქმის მომზადებაში;
• საერთო იურისდიქციის სასამართლოებში საქმეთა განხილვაში;
• გამოძიების ორგანოებში დაცვის მხარის მონაწილეობით წარმოებულ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში;
• სარჩელების, განცხადებებისა და ოფიციალური წერილების  მომზადებაში;

პრაქტიკულად შეისწავლით:

• წინასწარი გამოძიების პერიოდში და სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკული ასპექტების თავისებურებებს;
• შესრულებული სამუშაოს ანგარიშის მომზადებას;
• სარჩელების, განცხადებებისა და ოფიციალური წერილების  მომზადებას;
• საოფისე მუშაობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;

მოთხოვნები:

• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ეფექტური უნარ-ჩვევები;
• კომპიუტერული ტექნოლოგიები: MS Office და ინტერნეტი;
• ენთუზიაზმი;
• ინგლისური და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

პროგრამის ხანგრძლივობა:
სამართალმცოდნეობის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის - ექვსი თვე;

სტაჟირების დასრულებისას გაიცემა რეკომენდაცია/სერტიფიკატი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი  CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: ninoandr@yahoo.com

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 აპრილი 17.00 საათი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (ვებ-გვერდი:www.hridc.org

იხილეთ ჩვენი ონ-ლაინ ჟურნალი: www.humanrights.ge)