კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხანძარმა 8 წლის ბავშვი იმსხვერპლა

30 მარტი, 2011

25 მარტს ღამით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში უბედური შემთხვევა მოხდა. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაეკიდა. ამ დროს სახლში მხოლოდ ბავშვები იმყოფებოდა. ოჯახის დიასახლისი, პურის გამოსაცხობად მეზობელთან იყო გადასული. დავალიანების გამო ოჯახს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროენერგიის მიწოდება იმ დილით შეუწვიტა, რის გამოც დიასახლისი და ოჯახის უფროსი მეზობელთან პურის გამოსაცხობად გადავიდნენ, ოთხი შვილი კი შინ დატოვეს.

„მეზობელთან ვიყავით გადასული და სახლში ბავშვები იყვნენ. ეს უბედურება მოხდა. უფროსმა გოგომ ერთი შვილი კი გამოიყვანა სახლიდან, მაგრამ მეორის გამოყვანა ვეღარ მოახერხა“, - ამბობს ბავშვების მამა.

დაღუპული გოგონა 8 წლის იყო. უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ცეცხლის სანთლიდან ან შეშის ღუმელიდან აალება სახელდება.  უბედური შემთხვევა 23:10 წუთზე მოხდა. სახლის პირველი სართულის ჭერი ხისა იყო, რაც ხანძარს ხელს უწყობდა. მეზობლების განცხადებით, სახანძრო სამსახურის დროულად მისვლისა და ელექტროენერგიის არსებობის შემთხვევაში, უბედურების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ხანძრის შედეგად სხეულის დაზიანება 19 და 10 წლის გოგონებმაც მიიღეს.  დაშავებული ბავშვები 03-ის თანამშრომლებმა სამედიცინო დაწესებულებში მოათავსეს. ერთ-ერთი მათგანი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. გოგონას სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება. უფროსი კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში მე-2 ხარისხის დამწვრობითაა მოთავსებული.

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად განადგურდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახის დახმარების საკითხს სპეციალური სამთავრობო კომისიაზე განიხილავს. მანამდე კი დაზარალებულები ჯერჯერობით მეზობლებთან აფარებენ თავს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები