კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქსნის #15 ე.წ. ძველ ზონაში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა

31 მარტი, 2011

ქსნის #15 დაწესებულების ე.წ. ძველ ზონაში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი ზვიად ხალვაში გარდაიცვალა.

პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა. დეპუტატის მონაცემებით, ხალვაში აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, მისი დაღუპვის ფაქტი კი სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხისმგებელი პირების მხრიდან მკაცრად გასაიდუმლოებულია.

„მსჯავრდებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კატასტროფული ზრდა პირდაპირ კავშირშია ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შექმნილ ვითარებასთან. ტუბერკულოზით დაავადებულთა ქსნის სამკურნალო დაწესებულებას „სამკურნალო“ მხოლოდ პირობითად შეიძლება, ეწოდოს. იქ მოხვედრილ პატიმრებს პირველივე წუთებიდან განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან: როგორც წესი, კეტავენ კარცერებში, რომელსაც ადმინისტრაცია საკარანტინო ოზოლატორს უწოდებს და სადაც ადამიანური ყოფისთვის ელემენტარული პირობებიც არ არის შექმნილი. იქ პატიმრებს არ გააჩნიათ დასაწოლი, ხოლო ტუბერკულოზით დაავადებულ 10-15 პატიმარს მცირე ზომის საკანში რამდენიმე დღით ათავსებენ. ახლადეტაპირებულ ავადმყოფთა კონტინგენტს კარცერებში ემატება სამკურნალო დაწესებულებიდან გადმოყვანილი, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირების გარკვეული რაოდენობაც  და ასეთ ვითარებაში მყოფი მსჯავრდებული ავადმყოფები წამებასთან გაიგივებულ მდგომარეობაში იმყოფებიან“, - აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი.

მისივე ინფორმაციით, ასეთ პირობებში მოთავსების შედეგად 2010 წლის ზაფხულში მსჯავრდებული ქეთიშვილი გარდაიცვალა. ამავე კონტექსტში დიმიტრი ლორთქიფანიძე კიდევ ერთი მსჯავრდებულის - 23 წლის თამაზ დადვანის გარდაცვლების ფაქტსაც იხსენებს.

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობისა და ზოგადად, პატიმართა სიკვდილიანობის ფაქტების შესახებ დეტალური განმარტების გაკეთებას დეპუტატი სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძისგან მოითხოვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები