კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ანგარიშში ქორეთში ჩასახლებული ეკომიგრანტების აჭარაში დაბრუნების ფაქტებიც მოხვდა

4 აპრილი, 2011

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის 2010 წლის ანგარიშში, ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ჩასახლებული ეკომიგრანტების, აჭარაში უკან დაბრუნების ფაქტებიც მოხვდა. ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჯეროვნად ვერ ახორციელებს ეკომიგრანტებისთვის განსახლების შემდგომი პროგრამების შემუშავებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას.

„2010 წლის პერიოდში ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც სტიქიური მოვლენის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები მთიანი აჭარიდან სახელმწიფოს მიერ განსახლებულ იქნენ ახმეტის რაიონში, სოფელ ქორეთში. მძიმე საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გამო რამდენიმე ოჯახმა დატოვა განსახლების შედეგად გადაცემული საცხოვრებელი ადგილი და მთიან აჭარაში დაბრუნდა. ეკომიგრანტების განსახლების შემდგომი სოციალური პრობლემატიკის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მძიმე სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის: დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გადაცემა, რიგ შემთხვევებში ბუნებრივ აირსა და სასმელ წყალზე ხელმიუწვდომლობა, ასევე განსახლებულ სოფლებში ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების არარსებობა, დასაქმების უპერსპექტივობა. გარდა ამისა,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ეკომიგრანტების მძიმე სოციალური პირობების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლის შედეგად დადგინდა,  რომ ეკომიგრანტების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჯეროვნად ვერ ახორციელებს ეკომიგრანტებისათვის განსახლების შემდგომი პროგრამების შემუშავებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები