კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვერა ქობალია ფოთის პორტის გაყიდვას ოფიციალურად ადასტურებს

5 აპრილი, 2011

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია ფოთის პორტის გაყიდვას ოფიციალურად ადასტურებს.

მინისტრის თქმით, ახალი მფლობელი APM Terminlas ვალდებული იქნება ნავსადგურში 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს და ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს.

ქობალიას თქმით, აღნიშნული კომპანია მსოფლიოს 33 ქვეყანაში 44 პორტის მფლობელია.

APM Terminlas დანიური Maersk-ის შვილობილი კომპანიაა. APM Terminlas მსოფლიოს პორტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპერატორია.

ამ დრომდე ფოთის პორტის მფლობელი არაბული კომპანია „რაკია“ იყო. კომპანია ფოთის პორტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია 2010 წელს გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ არაბული კომპანია პორტის გასხვისებას 2011 წელს გეგმავდა. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჰაატერ მასადი აცხადებდა, პორტის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანა იგეგმებოდა. აღნიშნულის მიზეზად ინვესტორი პორტის არასტრატეგიულობას ასახელებდა.

„ჩვენ ვაპირებთ პორტიდან გასვლას 2011 წელს. ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული აქტივები. როცა შეიძლება რაიმეს გაყიდვიდან ფულის შოვნა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?“ - აცხადებდა მასადი.

არაბულ „რაკიინ ინვესტმენტს“ ფოთის პორტის 51%-იანი წილი 49-წლიანი მართვის უფლებით 2008 წლის აპრილში გადაეცა. მოგვიანებით კომპანიამ აქციათა 49%-იც შეისყიდა.

„რაკიას“ ფოთის პორტი გარკვეული ვალდებულებებით გადაეცა. მათ შორის ერთ-ერთი ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მოწყობას ითვალისწინებდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები