კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილე უსინათლოებს პროკურატურის შენობა დაატოვებინეს

5 აპრილი, 2011

საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მოშიმშილე წევრებს პროკურატურის შენობა მოტყუებით დაატოვებინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოების წარმომადგენელმა ანზორ მღვდელაძემ აცნობა.

მისი თქმით, 1 აპრილს 18:00 საათისთვის, მთავარი პროკურატურის შენობის მოსაცდელში მოშიმშილე უსინათლოებთან დაცვის წევრები მივიდნენ და გეგმური დეზინფექციის ჩატარების მიზნით მოსაცდელიდან გასვლა სთხოვეს.

„მათი თხოვნა შეასრულეს, გარეთ გამოვიდნენ, რის შემდეგაც დაცვის წევრებმა კარი შიგნიდან ჩაკეტეს, არ შეუშვეს მოშიმშილეები და ახლა ის ადამიანები შენობის ეზოში არიან და იქ შიმშილობენ“, - აღნიშნა ანზორ მღვდელაძემ.

მისივე თქმით, უსინათლოთა საზოგადოების წევრები პროკურატურისგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ იმ სარევიზიო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის სასამართლოში გადაგზავნას, რომელიც საზოგადოების წევრებმა მოამზადეს. მღვდელიძემ განმარტა, რომ მასალებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მოხდა უსინათლოთა კუთვნილი ქონების უკანონო გასხვისება.

„მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე 23 მარტს დაგვპირდა, რომ ამ საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტდა, დაგვიბარა 29 მარტისთვის, მივედით, მაგრამ დაპირება დაპირებადვე დარჩა. ამიტომაც შიმშილობას იმ დრომდე არ შევწყვეტთ, ვიდრე ჩვენს საქმეს სასამართლოში განსახილველად არ გადააგზავნიან“, - განაცხადა მღვდელაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები