კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა მანჯგალაძე: „საქართველოს პრეზიდენტს ებრაელი ბიზნესმენების შეწყალება შეუძლია, თუკი ისინი მას ამ თხოვნით მიმართავენ“

5 აპრილი, 2011

საქართველოს პრეზიდენტს ებრაელი ბიზნესმენების შეწყალება შეუძლია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, შეიწყალოს არა მარტო ებრაელი ბიზნესმენები, არამედ ნებისმიერი მსჯავრდებული და ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, სხვა საკითხია, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი კონკრეტულად ორ დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენს რონი ფუქსს და ზეევ ფრენკელს.

„იმისათვის, რომ შედგეს ეს აქტი, შეწყალების თაობაზე მსჯავრდებულების მხრიდან, სულ მცირე, მომართვა, განაცხადი უნდა არსებობდეს. ასეთი მომართვა პრეზიდენტის სახელზე ადმინისტრაციაში ჯერ არ შემოსულა“, - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სასამართლომ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება და ხელისუფლება ამ პროცესში გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ ჩარეულა.

„ქართული კანონმდებლობის წინაშე ყველა ადამიანი, წარმომავლობის, სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად, თანასწორია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება იმას, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის, მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენების დაკავება არ არის სახელმწიფოთაშორისი საკითხი.

„გვჯერა, რომ ამგვარი კრიმინალური შემთხვევები ისეთ მტკიცე ურთიერთობებსა და კავშირს, როგორიც არსებობდა და არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის, ჩრდილს ვერ მიაყენებს“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა რონი ფუქსს - 7-წლიანი პატიმრობა, ზეევ ფრენკელს კი 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ებრაელი ბიზნესმენები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემაში არიან ბრალდებულნი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები