კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასწრაფო მიმართვა - ობსერვატორია

8 აპრილი, 2011

შეკრების თავისუფლების დაბრკოლებები/
დაუსაბუთებელი დაპატიმრება და დაკავება/ სასამართლო დარღვევები
საქართველო
7 აპრილი, 2011 წელი

„ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“, „წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა“ (OMCT) და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDH) ერთობლივი პროექტი ითხოვს თქვენს სასწრაფო ინტერვენციას საქართველოში არსებულ შემდეგ სიტუაციაში.

სიტუაციის აღწერა:

ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC) ობსერვატორიას აცნობა პოლიციის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინ, სადაც შეკრებილები პატიმართა უფლებების პატივისცემას მოითხოვდნენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაპატიმრებული და მსჯავრდებულნი არიან შემდეგბი პირები: მერაბ ჭიქაშვილი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „რატომ“-ის ლიდერი; გიორგი ხარაბაძე, „რატომ“-ის წევრი; ოთარ ბექაური,  ადამიანის უფლებათა დამცველი ახალგაზრდული ორგანიზაცია „არა“-ს წევრი;  გიორგი ბურჯანაძე და ბესიკ ტაბატაძე,  პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო კრების“ წევრები;  ვლადიმერ სადღობელაშვილი და აკაკი ჩიქოვანი, პოლიტიკური ოპონენტები.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 25 მარტს, საპროტესტო აქცია გაიმართა დაუსაბუთებელი დაპატიმრებების შემთხვევების, მათ შორის პოლიტიკური პატიმრობების, მძიმე სანიტარული მდგომარეობისა და ციხეების გადავსების, სასტიკი მოპყრობისა და წამების დასაგმობად, რაც ზოგჯერ პატიმართა სიკვდილს იწვევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ოფიცრებმა, მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაარბიეს მშვიდობიანი პროტესტი და დააკავეს შვიდი ზემოაღნიშნული მონაწილე იმ საფუძვლით, რომ, მათ დაბლოკეს ყაზბეგის გამზირი და დაუმორჩილებლობა გამოავლინეს სამართალდამცავების ბრძანების მიმართ  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა შესახებ  კოდექსის 173 მუხლის თანახმად.

სასამართლო მოსმენა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში 25 მარტის საღამოს რვა საათიდან 26 მარტის ღამის 2 საათამდე. სასამართლომ მერაბ ჭიქაშვილსა და გიორგი ხარაბაძეს 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, გიორგი ბურჯანაძეს, ბესიკ ტაბატაძეს, ვლადიმერ სადღობელაშვილსა და ოთარ ბექაურს 400 ლარის ჯარიმა დააკისრა, ხოლო აკაკი ჩიქოვანს 10-დღიანი პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლის დარღვევისათვის. ყველა ზემოაღნიშნულმა  დაკავებულმა  სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

„წინააღმდეგობის საერთო სახალხო მოძრაობისა“ და მედია-კავშირ „მონიტორინგის“ ინიციატივით განხორციელებული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რიგით მეორეა პატიმართა უფლებების ხელშესაწყობად დაწყებული სახალხო მოძრაობის კამპანიის ფარგლებში. აღნიშნული კამპანია მოიცავს საქართველოში დაუსაბუთებელი დაპატიმრების მსხვერპლთა გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერასა და მის გავრცელებას. საპროტესტო აქციის მიზანი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრი ხათუნა კალმახელიძე შეხვედროდა პატიმრების დედებს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციის მიმდინარეობა შეესაბამებოდა სამართლებრივ მოთხოვნებს. წინასწარი შეტყობინება, საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ,  მერიას გადაეცა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად. ყაზბეგის გამზირის მცირე პერიოდით გადაკეტვა მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ბუნებრივი და სავარაუდო ფაქტი იყო. და ბოლოს, საპატრულო პოლიციის ოფიცრებს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, უფლება არ ჰქონდათ  მოეთხოვათ  საპროტესტო აქციის შეწყვეტა  კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, რადგანაც საქართველოს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11′ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივას მიეკუთვნება.

ობსერვატორია გმობს მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასა და სასამართლო დარღვევებს მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძის, ოთარ ბექაურის, გიორგი ბურჯანაძის, ბესიკ ტაბატაძის, ვლადიმერ სადღობელაშვილისა და აკაკი ჩიქოვანის წინააღმდეგ, რადგანაც, თვლის, რომ ეს მიმართულია მათი უფლებადაცვითი საქმიანობის წინააღმდეგ.

მოთხოვნილი მოქმედება:

გთხოვთ, მისწეროთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდოთ:

I. უზრუნველყონ მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძის, ოთარ ბექაურის, გიორგი ბურჯანაძის, ბესიკ ტაბატაძის, ვლადიმერ სადღობელაშვილისა და აკაკი ჩიქოვანისა და საქართველოს ყველა უფლებადამცველის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა ყოველგვარ ვითარებაში;

II. დაუყოვნებლივ და უპირობოდ  გაათავისუფლონ მერაბ ჭიქაშვილი, აკაკი ჩიქოვანი და გიორგი ხარაბაძე, რადგანაც მათი დაკავება შემთხვევითია და მიზნად ისახავს მათი უფლებადაცვითი საქმიანობების შეფერხებას;

III. ბოლო მოეღოს ძალადობას - მათ შორის სასამართლო დონეზე - მათ წინააღმდეგ, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა უფლებადამცველის წინააღმდეგ.

IV. შესაბამისობაში მოვიდნენ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უფლებადამცველთა შესახებ მიღებულ დეკლარაციასთან, კერძოდ:
 
- მუხლი I,  რომლის მიხედვითაც, „ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, ხელი შუწყოს და იმოქმედოს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დასაცავად და რეალიზაციისათვის ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე“.

- მუხლი მე-5 და მე-6 (c), რომელთა მიხედვითაც, „ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით, ყველას აქვს უფლება ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად,  [...] შეიკრიბოს მშვიდობიანად“ და „შეისწავლოს, განიხილოს, ჩამოაყალიბოს და ჰქონდეს მოსაზრებები სამართლებრივად თუ პრაქტიკულად ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე დაკვირვების შედეგად. ამ საშუალებებითა და სხვა სათანადო გზებით მიმართოს საზოგადოების ყურადღება აღნიშნულ საკითხებისადმი“;

- მუხლი 12.1, რომლის თანახმად „სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ყველა ადამიანის დაცვის უზრუნველსაყოფად, ინდივიდიუალურად თუ სხვებთან ერთად, ნებისმიერი ძალადობის, მუქარის, შურისძიების, დე ფაქტო თუ დე იურე დისკრიმინაციის, ზეწოლის თუ სხვა დაუსაბუთებელი მოქმედების წინააღმდეგ ამ დეკლარაციაში წარმოდგენილი უფლებების ლეგიტიმური განხორციელების წინააღმდეგ“;

V.  და საერთოდ, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა ყველა სიტუაციაში საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების შესაბამისად.

ახალი ამბები