კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სახელმწიფოს ბოშათა კულტურასა და ტრადიციებზე ზრუნვას სთხოვს

11 აპრილი, 2011

სახალხო დამცველი სახელმწიფოს ბოშათა კულტურასა და ტრადიციებზე ზრუნვას სთხოვს. ომბუდსმენის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის თანახმად, კონკრეტული უმცირესობის ჯგუფის ენა და მისი შენარჩუნება ამ ჯგუფის იდენტობის ერთ–ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

„საქართველოში ბოშურ ენაზე მხოლოდ ბოშები საუბრობენ, მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას კი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი ფლობს – უმეტესად იმ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ბოშათა პრობლემებზე. ბოშური ენის მნიშვნელობის აღიარება და ეთნიკური ბოშების ჯგუფის შიგნით ენის შენარჩუნებაზე ზრუნვა აუცილებელია, ვინაიდან მშობლიური ენის დაკარგვა ჯგუფის იდენტობისთვის საფრთხის შემქმნელ წინაპირობას წარმოადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს ბოშათა კულტურის პოპულარიზაცია და საზოგადოების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას ბოშათა კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ამ ეთნიკურ ჯგუფზე საზოგადოების წარმოდგენა კი მხოლოდ არსებული სტერეოტიპებით შემოიფარგლება.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „რომას“ ხელმძღვანელი სახალხო დაცველის აპარატთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოშები თანდათანობით კარგავენ თავიანთ კულტურასა და ტრადიციებს, რამაც აღნიშნული ჯგუფის სრული ასიმილაცია შეიძლება გამოიწვიოს.

„შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ბოშათა კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაზე ზრუნვა აუცილებელია. აღნიშნული წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა როგორც ეთნიკური ბოშების კულტურის შენარჩუნებისთვის, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქართველი ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც საქართველოს მიერ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებასთან შესაბამისობაში მოვიდოდა“, – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

საქართველოში წარმოდგენილი ეთნიკური ბოშების მშობლიური ენაა ბოშური, კრიმის და ვლახის დიალექტით. ბოშების ქართული ენის ფლობის დონე კი მათივე განსახლების ადგილზეა დამოკიდებული. საქართველოში მცხოვრები ბოშების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ბოშების ჩასახლებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს – ქ. თბილისის სამგორის რაიონში, გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში, ქ. თელავში, ქ. ქუთაისის ავანგარდის უბანში, ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები