კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი კანონს არღვევს

11 აპრილი, 2011

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი არ იხილავს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრაციულ საჩივარს, რომლითაც ჟურნალისტი ითხოვს გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალოს საჯარო ინფორმაციის გაცემა და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კახეთის გუბერნატორს ადმინისტრაციული საჩივრით 2011 წლის 28 თებერვალს მიმართა.

„2 თებერვალს მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რა მარკისა და მოდელის ავტომანქანა ემსახურება კახეთის გუბერნატორს და როდიდან? ასევე, მოვითხოვეთ მოგეწოდებინათ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ტოიოტა პრადო“ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას დროებით სარგებლობაში გადასცა, რაც ასევე არ მოგიწოდებიათ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის I პუნქტი საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას, აღნიშნული საჯარო ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, დაუყოვნებლივ უნდა გვცნობებოდა, 3 დღის ვადაში კი წერილობით განემარტათ ჩვენი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიეთითებინათ ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას, რაც მოპასუხეს ასევე არ განუხორციელებია“, - ნათქვამია ადმინისტრაციულ საჩივარში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. კახეთის გუბერნატორს ადმინისტრაციული საჩივარი ამ დრომდე არ განუხილავს და არც საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ უცნობებია მომჩივანისთვის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს და ადმინისტრაციულ საჩივრებს უპასუხოდ ტოვებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები