კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელის Elbit Systems საქართველოს 100 მილიონს ედავება

12 აპრილი, 2011
ისრაელში თავდაცვითი სისტემების მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია, Elbit Systems Ltd.-მ 8 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარს ედავება, რის გამოც მან სარჩელი გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში შეიტანა.

„სარჩელის შეტანა განაპირობა [საქართველოს] მთავრობის მიერ 2007 წელს გაფორმებული რამოდენიმე კონტრაქტის შესაბამისად მისაწოდებელი პროდუქციის საფასურის კომპანიისთვის გადაუხდელობამ,” – ნათქვამია Elbit Systems-ის მიერ გავრცელებულ მოკლე პრეს-რელიზსში.

მასში სხვა დეტალები არ არის მოყვანილი, თუმცა როგორც ცნობილია საქართველოს კომპანიისგან Hermes 450 ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები აქვს ნაყიდი. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აპრილში განაცხადა, საქართველოს ამ სახის, დაახლოებით, 40 საფრენი აპარატი ქონდა. მათგან სულ ცოტა სამი (თუმცა აფხაზური მხარის მტკიცებით სულ შვიდი) აფხაზეთის თავზე გაანადგურეს 2008 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში.

ფოტოზე: Elbit Systems–ის წარმოების Hermes 450 ტიპის უპილოტო  საფრენი აპარატი. 

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები