ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირებს, რომლებიც ხელისუფლების ორგანოებს დროულად გააფრთხილებენ ან სხვაგვარად შეუწყობენ ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას, შეღავათები დარჩებათ.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება „ტერორისტული აქტის“ შესახებ მუხლის შენიშვნა, რომლის თანახმად პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირი, რომელიც ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუმარტა, სისხლის სამართლის კანონდმებლობა ისედაც ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუ ის დროულად შეატყობინებს მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ შესაბამის ორგანოებს.
შესაბისად, ჩივიაშვილი ამბობს, რომ ცალკეულ მუხლებში შესაბამისი დათქმების არსებობა საჭირო არ არის.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
ინტერპრესნიუსი