კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის დასკვნაში აფხაზი გარი ჯოპუას გაუჩინარების საკითხიც მოხვდა

13 აპრილი, 2011

„საქართველოში ადამიანთა გაუჩინარების რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ მათგან აფხაზ გარი ჯოპუას საქმეა აღსანიშნავი. ჯოპუა 2010 წლის 9 ოქტომბრიდან გაუჩინარდა, ხოლო უკან 8 ნოემბერს დაბრუნდა. იგი მიუთითებს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს, მასზე ფიზიკური ძალადობა მოახდინეს, ცემეს, აწამეს და შემდეგ კვლავ დააბრუნეს უკან“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, მაგრამ გატაცების მოტივაციაზე მასში არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ გარი ჯოპუას გატაცებაში აფხაზი სეპარატისტები ქართულ მხარეს პერმანენტულად ადანაშაულებდნენ. აფხაზური მედიის ცნობით, ქართულმა მხარემ ჯოპუა ერთთვიანი ტყვეობის შემდეგ რუსულ საგუშაგომდე მიიყვანა და გაუშვა.

ჯოპუას გატაცების ფაქტს საქართველოს შს სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს გარი ჯოპუას გატაცებასთან დაკავშირებით აფხაზური ვერსია სარწმუნოდ მიაჩნია.

„მისასალმებელია, რომ ამერიკელებს ეს ფაქტი ახსოვთ და იგი სახელმწინფო დეპარტამენტის ანგარიშში აისახა“, - განუცხადა „პირველს“ პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში გადაუმოწმებელ ფაქტს არ დააფიქსირებდა.

„გარი ჯოპუა გატაცების დეტალებს პირადად ყვება. ჯოპუას ჩვენების თანახმად, ის ზუგდიდის რაიონში შემთხვევით მოხვდა, რის შემდეგაც ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს და დამალეს. სამწუხაროდ, მე ამ ლეგენდების მჯერა, რადგან ქართული მხრიდან მსგავსი ფაქტების განხორციელებას ადგილი ადრეც ჰქონია. მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ ჭუბურხინჯის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამასთან, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლითაც დაიმუქრა, გარი ჯოპუა მოულოდნელად ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა. აფხაზური მხარე რომ თავის სიმართლეში დარწმუნებული არ ყოფილიყო, საკუთარ მოთხოვნებს ასე კატეგორიულად ვერ დააყენებდა“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა და დასძინა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე თავის სიმართლეში დარწმუნებულია, შეუძლია, ნეიტრალური საერთაშორისო კომისიის შექმნა მოითხოვოს, რომელიც ამ ფაქტს გამოიძიებს“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები