კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა პარლამენტში იცრუა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

13 აპრილი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ „Financial Times“-მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მათიას ჰუტერი აცხადებს, რომ მან შეამოწმა „Financial Times“-ის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდვითი გამოცემების არქივი და პრეზიდენტის განცხადების დამადასტურებელი სტატია ვერ მოიძებნა.

პრეზიდენტი სავარაუდოდ გულისხმობდა „Financial Times“-ში დაბეჭდილ რეკლამას, რომლის საფასურიც საქართველოს  მთავრობამ გადაიხადა და რაც მიზნად უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავდა“, - აღნიშნავს მათიას ჰუტერი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში:

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ „Financial Times”–მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყნად გამოაცხადა.

ჩვენ შევამოწმეთ „Financial Times“–ის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდვითი გამოცემების არქივი და ვერ მოვძებნეთ პრეზიდენტის განცხადების დამადასტურტებელი სტატია. პრეზიდენტი სავარაუდოდ გულისხმობდა „Financial Times“-ში დაბეჭდილ რეკლამას, რომლის საფასურიც საქართველოს მთავრობამ გადაიხადა და რაც მიზნად უცხოური ინვესტიიების მოზიდვას ისახავდა.

2011 წლის 28 იანვარს „Financial Times“–მა თავისი გამოცემის მე–7 გვერდი მთლიანად დაუთმო ზემოხსენებულ რეკლამას. "საქართველო - მსოფლიო ნომერი 1 კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით"–აცხადებს რეკლამა. რეკლამის ფასი,„Financial Times“–ის ფასების პრეისკურანტის თანახმად, სავარაუდოდ 99,600 ფუნტი სტერლინგია, რაც მიახლოებით 282,000 ლარია. რეკლამა გამოვიდა „Financial Times“–ის ევროპულ და ბრიტანულ გამოცემებში. გაზეთის გლობალურ გამოცემაში რეკლამის განთავსება მის ფასს 135,500 ფუნტ სტერლინგამდე გაზრდიდა(387,000 ლარი).

იგივე რეკლამა დაიბეჭდა „Wall street journal”–ის მე–7 გვერდზე 28 იანვარს, სადაც ფასების პრეისკურანტის მიხედვით რეკლამის მთელს გვერდზე განთავსება 345,662 ამერიკული დოლარი (614,000 ლარი) ჯდება და ასევე “Economist”-ში (90,900 ფუნტი სტერლინგი/260,000 ლარი).

რეკლამის ტექსტი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2010 წლის „გლობალური ბარომეტრის“ შედეგებიდან გამომდინარე შეიქმნა. საქართველოს მთავრობა რეკლამის ტექსტის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინასწარ შეუთანხმდა“.

http://transparency.ge/blog/pprezidentis-qoveltsliuri-mimartva-paktebis-shemotsmebap 

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის მათიას ჰუტერის განცხადებას Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს.

„ამ ტიპის აბსურდულ განცხადებაზე ჩვენ, როგორც წესი, კომენტარისაგან თავს ვიკავებთ“, - განაცხადა გუშინდელ ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ.

სკანდალიდან გამომდინარე, მანანა მანჯგალაძე მოგვიანებით მაინც იძულებული გახდა, ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი გაეკეთებინა. საინფორმაციო სააგენტო „პირველთან“ საუბრისას მანანა მანჯგალაძემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას საქართველოში კორუფციის დონის მნიშვნელოვნად შემცირებაზე არა გაზეთ Financial Times-ზე დაყრდნობით, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ მონაცემებს ეყრდნობოდა.

„პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას არა გაზეთ "Financial Times"-ში დაბეჭდილ რეკლამას ან სხვა რაიმე პუბლიკაციას, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ამავე ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით ეყრდნობოდა. ყველას მინდა, შევახსენო 2010 წლის გლობალური ბარომეტრის მონაცემები, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 78 პროცენტი თვლის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში კორუფცია მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა.  მოსახლეობის 77 პროცენტი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ძალზე ეფექტურად ებრძვის კორუფციას. 86 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ეს კვლევა ჩატარდა, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. პრეზიდენტი სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა პარლამენტში გამოსვლის დროს“, - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები