კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დანიშნული მოწმეები“ – ფილმი კიდევ ერთ პოლიტპატიმარზე

14 აპრილი, 2011

სოფო გეწაძე

13 აპრილს კინოს სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ახალი დოკუმენტური ფილმი - „დანიშნული მოწმეები“. ფილმში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მამუკა შენგელიას დაპატიმრების ისტორიაა მოთხრობილი.

მამუკა შენგელია იარაღის უკანონო შეძენის, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების მცდელობის ბრალდებით, 2009 წელს დააკავეს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, საქმის შესწავლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მამუკა შენგელია პოლიტიკური მოტივითაა დაპატიმრებული. ფარული კამერებით გადაღებული კადრების გავრცელებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მამუკა შენგელია ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას, როგორც პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი და იარაღის შესყიდვა ამისთვის სჭირდებოდა.

შსს-ს საინფორმაციო პოლიტიკის შედეგად, საზოგადოების დიდ ნაწილს დღესაც არასწორი წარმოდგენა აქვს ამ დაპატიმრებებზე. ბევრს ჰგონია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები იარაღს მასობრივად ყიდულობდნენ და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდნენ. სინამდვილეში, კონკრეტულად მამუკა შენგელიას საქმეზე პარტიის ლიდერები არც დაუკითხავთ. შსს-ს მათთვის არც კი დაუსვამს კითხვა - მართლაც ამზადებდნენ თუ არა გადატრიალებას? მამუკა შენგელიას კი საბოლოოდ 3000 ლარის ჯარიმა და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ოღონდ - არა სახელმწიფო გადატრიალების, არამედ ბევრად მსუბუქი დანაშაულისთვის გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად.

ფილმის ავტორის, გიორგი ჯანელიძის თქმით, ამ საქმეში სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთება. კერძოდ, ადგილი აქვს დანაშაულის პროვოკაციას და ეს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით საკმაოდ სოლიდური სასჯელით ისჯება: „სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, შეინიშნება ე.წ. ცალკარას თამაშის პრონციპი. არადა, იმ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ დემოკრატიულ ფასეულობებს, დანაშაულის პროვოკაციის პროვოცირების ინიციატორები დასჯილნი უნდა იყვნენ“.

ფილმის ავტორის მოსაზრებას იზიარებს კონესრავტიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, ფილმში დეტალურადაა დასაბუთებული ის, რომ მამუკა შენგელია პოლიტპატიმარია.

მის მოსაზრებას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „7 ნოემბრის“ წევრი დაჩი ცაგურია: „იარაღის, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება ეს ის მოვლენებია, რასაც საქართველოში სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით“.

ფილმის პრეზენტაციის შემდეგ გამოითქვა მოსაზრებები, რა გზით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. კინოს სახლში შეკრებილი საზოგადოება თანხმდება, რომ მიმდინარე პროცესებში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებას პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები უნდა დაუბრუნდეს. ეს კი საზოგადოების აქტიური ჩართვის გარეშე ვერ მოხერხდება.

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი 2009 წლის 23 მარტს დააკავეს. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 3 000 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. შენგელიას საქმე განსახილველად ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობით სტრასბურგის სასამართლოს უკვე გადაიცა.

„დანიშნული მოწმეების“ გადაღება დააფინანსეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დონორებმა - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“  და „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი“.

ახალი ამბები