კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება გადაცემა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ტრანსლიაციისას გასული ანტისემიტური ხასიათის გამონათქვამის შესახებ

14 აპრილი, 2011

2011 წლის 2 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ შეჯიბრის მონაწილე, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა „კოზა-ნოსტრამ“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა იყო ადოლფ ჰიტლერის ყველაზე დიდი ღირსება, უპასუხა, რომ მისი მთავარი ღირსება იყო „უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში“.
 
აღსანიშნავია, რომ ამ პასუხს დარბაზი ოვაციით შეეგება. ამავდროულად, ჟიურის არც ერთ წევრს, მათ შორის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს  – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, გადაცემის მსვლელობისას არ გამოუხატავს პროტესტი კითხვასა და გუნდის პასუხთან დაკავშირებით.
 
აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია. მხიარულთა და საზრიანთა გუნდის პასუხი ებრაელი ხალხის ღირსებისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შეურაცხმყოფელ და ანტისემიტურ გამონათქვამს წარმოადგენს. ამგვარი გამონათქვამები, თუნდაც იუმორისტულ  კონტექსტში,  საჭიროებს მკაცრ შეფასებასა და დაგმობას.
 
აქვე მსურს გამოვეხმაურო 2011 წლის 13 აპრილის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის „კოზა ნოსტრას“ ოფიციალურ განცხადებებს, რომლითაც მათ ბოდიში მოიხადეს.

აღნიშნული თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა 2011 წლის 2 აპრილს მომხდარი ფაქტი, ზოგადად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული სამოქალაქო განათლებისა და ტოლერანტობის კულტურის გაღრმავებისაკენ.

ombudsman.ge

წყარო: http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1368

ახალი ამბები