კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ კუჭატანის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს

19 აპრილი, 2011

ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ე.წ. „ნაიონჯრებში“ სოფელს 37 ჰექტარი საძოვარი ჰქონდა, რომელიც ხელისუფლებამ ფარულად გაასხვისა.

კუჭატანის მაცხოვრებლების თქმით, საძოვრების გაყიდვის შესახებ მათ მას შემდეგ გაიგეს, რაც კერძო მფლობელებმა ტბორის გაკეთება დაიწყეს და მოსახლეობას საქონლის გაშვება აუკრძალეს.

„სოფელს საძოვარი აღარ აქვს, არადა თავს მესაქონლეობით ვირჩენთ. ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. ყვარლის გამგებელმა სამუშაო ოთახიდან გამოგვყარა. წყნარად თუ არ იქნებით და იბუნტავებთ, პატრულს შევატყობინებ და შესაბამის ღონისძიებებს მიიღებენო, დაგვემუქრა გამგებელი. მაჟორიტარ დეპუტატთანაც გვინდოდა შეხვედრა, მაგრამ ყვარელში მოქალაქეებთან შესახვედრად არ ჩამოდის“, - აღნიშნეს კუჭატანის მაცხოვრებლებმა.

სოფელ კუჭატანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გელა გოგილაშვილის თქმით, მოსახლეობასა და სადაო მიწის მფლობელებს შორის დაპირისპირებაა.

კუჭატანის მაცხოვრებლები საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები