კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარინა ბიწაძე სამართალდამცავებსა და სახალხო დამცველს მიმართავს

20 აპრილი, 2011

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 29 აპრილს მომხდარი ინციდენტის გამო, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ნათესავი მარინა ბიწაძე რეაგირებისთვის სამართალდამცავებსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

როგორც მარინა ბიწაძემ განაცხადა, ის მოსკოვიდან თბილისში 19 აპრილს 15:30 საათზე ჩამოფრინდა. მისი ინფორმაციით, აეროპორტის თანამშორმლებმა ის სხვა მგზავრებისგან გამოაცალკევეს და ჩხრეკა ჩაუტარეს, რა დროსაც ჩამოართვეს საკრედიტო ბარათი, მობილური ტელეფონები, დოკუმენტები, ასევე, გაჩხრიკეს მისი ბარგი.

მისივე მტკიცებით, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოიხსენიებდნენ რუსეთის შპიონად და „სუჩკად“. ბიწაძის განცხადებით, მას ორმა მამაკაცმა ხელები გადაუგრიხა და კედელს თავი მიარტყმევინა. ის ასევე 4 საათის განმავლობაში თავისულფებააღკვეთილი იყო. 4 საათის შემდეგ მარინა ბიწაძე გაუშვეს და პირადი ნივთები დაუბრუნეს.

როგორც ბიწაძე აღნიშნავს, ეს იციდენტი პირველი არ არის და 2009 წლიდან დღემდე უკვე მესამე შემთხვევაა. მან შარშანდელი ფაქტის გამო აეროპორიტს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

მარინა ბიწაძის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი მანანა კობახიძე იცავს. მისი განცხადებით, დღევანდელი ფაქტი ადამიანის უფლებების შელახვის უპრეცედენტო შემთხვევა და დანაშაულია.

კობახიძის თქმით, საერთაშორისო კონვენციის თანახმად, აეროპორტში ადამიანის 3 საათზე მეტ ხანს დაყოვნება დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია მამაკაცების მიერ მანდილოსნის გაჩხრეკა, რაც ასევე საერთაშორისო და ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევაა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მანანა კობახიძემ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე საქმის კურსში ჩააყენა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები