კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფიროსმანის მიერ მოხატული კარი პოლიციამ თავისთან წაიღო

20 აპრილი, 2011

19 აპრილს შუადღისას სიღნაღის  რაიონის სოფელ  ბოდბისხევში  ქვრივიშვილების სახლთან პოლიციის 50-მდე  თანამშრომელია  იყო მობილიზებული. სამართალდამცავები  ფიროსმანის მიერ მოხატული კარის  ამოღებას ცდილობდნენ.

როგორც კარის  მესაკუთრემ ვანო ქვრივიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებს სასამართლოს ნებართვა არ აქვთ, თუმცა ხელშეშლის შემთხვევაში მათ დაკავებით დაემუქრნენ.

ამ საკითხზე შს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში კომენტარი არ გააკეთეს. კახეთის  საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფიროსმანის მიერ მოხატულ კართან დაკავშირებით გამოძიება 14 აპრილს დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველს თავდაპირველად პროკურატურაში არ აკონკრეტებდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბელგიაში მცხოვრები ავთანდილ ოზაშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში სახლი და მარანი, რომელიც დაანგრიეს და კარი ჩამოხსნეს, მას ეკუთვნოდა და მისი გაყიდვისა და დაშლის უფლება არავისთვის მიუცია. გავრცელებული ცნობით, ნივთის დაბრუნების მოთხოვნით პოლიციას სწორედ მან მიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჯერჯერობით ავთანდილ ოზაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო. 

სახლი და მარანი, საიდანაც კარი ჩამოხსნეს, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში  მცხოვრებმა ვანო ქვრივიშვილმა 2010 წელს დაანგრია. მისი თქმით, შენობა მან ტრისტან ოზაშვილისგან იყიდა.

როგორც მოგვიანებით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ფიროსმანის მიერ მოხატულ კართან დაკავშირებით, გამოძიება დედოფლისწყაროს პოლიციაში მიმდინარეობს. პოლიციის უფროსის გელა ბუნტურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე თვითნებობის მუხლით, ბელგიაში მცხოვრები ავთანდილ ოზაშვილის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით დუღაშვილმა განუცხადა, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა კარის რეალური მესაკუთრე ვინ არის და თუ დადგინდა, რომ კარი ქვრივიშვილებს ეკუთვნით, ნივთი მათ დაუბრუნდებათ.

„პოლიციელებმა გვითხრეს, რომ კარი უსაფრთხოების მიზნით წაიღეს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მათ ექნებათ“, - აღნიშნა ნინო ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარნის კარზე არსებული წარწერა, რომ შესაძლოა ფიროსმანის მიერ ყოფილიყო შესრულებული, ამის შესახებ 2010 წლის ივნისში ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

მკვლევარების ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებული იყო, ისიც ამყარებს, რომ ოზაანში მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი. გადმოცემით, ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა. ცოტა ხნის წინ ესქპერტიზამ დაადასტურა, რომ კარი ნამდვილად ფიროსმანის მიერ არის მოხატული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები