კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ოპოზიციური რვიანი“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

21 აპრილი, 2011
20 აპრილს „ოპოზიციური რვიანი“ გაეროს თბილისის ოფისში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. 

„რვიანმა“ უცხოელ დიპლომატებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული საკუთარი წინადადებები გააცნო და მათ საარჩევნო რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა. 

როგორც „რვიანში“ შემავალი ერთ-ერთი პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საარჩევნო გარემოს თვისობრივ ცვლილებას საქართველოში საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. 

ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ სწორედ უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება ამ პროცესში ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. მისივე თქმით, ეს პროცესი მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თითქის ყველა ხელმძღვანელი, მათ შორის აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, პარტიებიდან კი ირაკლი ჩიქოვანი, ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე და „ახალი მემარჯვენეებიდან“ მამუკა კაციტაძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები