კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად 15 პროგრამას იწყებს

21 აპრილი, 2011
აშშ საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად 15 პროგრამას იწყებს. ამის შესახებ 20 აპრილს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა.

„აქ დღეს იმისთვის ვართ, რომ ოფიციალურად განვაცხადოთ 15 პროგრამის დაწყება, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება და ამისთვის აშშ-ის მთავრობა 90 მლნ დოლარს გამოყოფს. ეს პროექტები მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესებაზე, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცებაზე. ასევე, გვსურს, შევიტანოთ წვლილი იმ საქმეში, რომ ქართული საზოგადოება არჩევნების მიმართ მეტი ნდობით იყოს განწყობილი. თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ გკარნახობთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. პარლამენტი უნდა იყოს ისეთი ორგანო, რომელშიც ქართულ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები აისახება“, - განაცხადა ჯონ ბასმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ პროგრამებში 200 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა. ეს თანხა სხვადასხვა პროგრამაზე და ტრენინგებზე გადანაწილდა.

„ჩვენ კვლავ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ არ დავიშუროთ ენერგია, რჩევა. თუმცა, ჩვენი მოქმედების უპირველესი პრინციპი ისაა, რომ არასოდეს გიკარნახებთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ და ჩვენს ყველა ქმედებაში გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე დგას. მეორე მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ თანამშრომლობაში ქართული საზოგადოების მრავალფეროვნებას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ელჩმა. 

შეხვედრაში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველო არ გადაუხვევს იმ გზიდან, რომელზეც აშშ გვერდით უდგას. განაცხადა  საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ პრეზენტაციაზე. 

ბოკერიას თქმით, საქართველოს სურს, გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. 

„ამ გზაზე ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც დღემდე შეგვხვდა და რომელიც სამწუხაროდ, ისევ დგას, ჩვენმა მეგობრებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს და ამ მეგობრებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, მთავარი ყოველთვის ქვეყნის და საზოგადოების არჩევანია, მაგრამ მხარდაჭერა და დახმარება ხშირად აუცილებელია. და რომ არა ეს მხარდაჭერა, ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა. საქართველო არასოდეს გადაუხვევს იმ გზიდან, რომელზეც აშშ მხარში უდგას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნად სამოქალაქო საზოგადოების გამყარებას მიიჩნევს.
 
„ეს დახმარება პირველ რიგში მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გამყარებას, საარჩევნო რეფორმის ეფექტურად განხორციელებას, რაც ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელს გახდის, რომ მოქალაქემ პოლიტიკურ პროცესებში თავისი თანამონაწილეობა გარანტირებულად ანუ არჩევნების გზით მიიღოს. ამიტომ ეს მართლად ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები