კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებმა თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში ამუშავეს

26 აპრილი, 2011
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც 21 აპრილი, დიდი ხუთშაბათი, ერჯერადად დასვენების დღედ გამოცხადდა, კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

„ეკლესიაში მინდოდა წასვლა, მაგრამ გამგებელმა დაგვავალა გუშინ, რომ დღეს ყველა უნდა მოვსულიყავით სამსახურში და გვემუშავა“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა. 

„რატომ ვამუშავებ გამგეობის თანამშრომლებს დასვენების დღეს? ეგ რა შეკითხვაა.  მე სულ ვმუშაობ. რატომ იმას არ მეკითხებით, დილას საჭმელი ვჭამე თუ არა“, - აღნიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ.

„მე რატომ მეკითხებით? ამისთვის არსებობს შრომის კოდექსი და წაიკითხეთ. რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი და ვმუშაობთ“, - განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ ოჭლამაზაშვილმა. 

შრომის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, დასაქმებული უფლებამოსილია კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები