კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოდან გადინებულ 4 მლრდ დოლარს ექსპერტი ქვეყნიდან წასულ ბიზნესმენებს ან მაღალჩინოსნებს უკავშირებს

27 აპრილი, 2011

საქართველოდან გადინებულ უკანონო ფულის მასას ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ქვეყნიდან წასულ ბიზნესმენებს ან მაღალჩინოსნებს უკავშირებს.

ორგანიზაცია „გლობალური ფინანსური ერთიანობის“ (GFI) ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გადინებულმა უკანონო ფულის მოცულობამ 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ბიზნესმენს ნებაყოფლობით თუ იძულებით მოუხდა ქვეყნის დატოვება. ბუნებრივია, მათ შეძლეს საკუთარი აქტივები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჰქონდათ დაბანდებული, საზღვარგარეთ სხვადასხვა გზით გაეტანათ. გარდა ამისა, ქვეყნიდან ფულის გადინების არალეგალურ მაჩვენებელში შესაძლოა აისახა ქართველი ჩინოსნების მიერ ქვეყნის გარეთ გატანილი თანხები. რა თქმა უნდა, მათ ხელი მიუწვდებათ ისეთ საშუალებებზე, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, აღრიცხვის გარეშე გაიტანო ქვეყნიდან გარკვეული აქტივები. სავარაუდოდ, ამ აქტივების გარკვეული ნაწილი, ოფშორული კომპანიების გავლით შემდეგ, ისევ ბრუნდება საქართველოში, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც ქვეყნის გარეთ რჩება“, - აცახდებს ლექვინაძე.

მისივე თქმით, უკანონოდ გადინებული 4 მლრდ აშშ დოლარი საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისთვის ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რადგან 2000-2008 წლებში ქვეყანაში მაქსიმუმ 8 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყნიდან ნებისმიერი კაპიტალის გადინება, ლეგალური გზით ხდება თუ უკანონოდ - ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ მოხდეს მეტი ინვესტიციის დაბანდება.

ანგარიშის („განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების გადინების შესახებ“) მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან გასულმა უკანონო ფულის მოცულობამ 4.1-დან 4.3 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე შეადგინა.

GFI-ის მკვლევარებმა, საქართველოდან გადინებული უკანონო ფინანსური რესურსების შესაფასებლად, საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული საფასო ცდომილებების მონაცემები გამოიყენეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2000-2008 წლების განმავლობაში საქართველოდან გადინებული უკანონო ფულის რეალური მოცულობა მერყეობდა 4.1 მილიარდ აშშ დოლარსა და 4.3 მილიარდ აშშ დოლარს შორის. საშუალო წლიური მონაცემი კი 456 – 474 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რის მიხედვითაც, უკანონო ფულის გადინების თვალსაზრისით ქვეყანათა რეიტინგში საქართველო 74-ესა და 87-ე ადგილებს შორის განთავსდა.

აღნიშნულ ჩამონათვალში, 2000-2008 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, პირველ 5 ადგილს ინაწილებდნენ: ჩინეთი - 2.18 ტრილიონი აშშ დოლარი, რუსეთი - 427 მილიარდი, მექსიკა - 416, საუდის არაბეთი - 302 მილიარდი და მალაიზია - 291 მილიარდი დოლარი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები