კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში სახალხო კრების მხარდამჭერი მძღოლები დააჯარიმეს

27 აპრილი, 2011

ბათუმში საპატრულო პოლიციამ „სახალხო კრების“ მხარდამჭერი 10-მდე მძღოლი დააჯარიმა.

კრების დროშებით ქალაქის ქუჩებში მოძრავი ავტოკოლონა პოლიციამ მანქანებს შორის დისტანციის დაუცველობის მიზეზით გააჩერა და თითოეულს მძღოლს 20 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

ამის შესახებ „სახალხო კრების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა ალეკო ჩუბინიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაჯარიმებულმა მძღოლებმა ისევ განაგრძეს სახალხო კრების მხარდამჭერი ავტომსვლელობა, პოლიციამ ისინი ხელმეორედ გააჩერა და მძღოლებს იგივე მიზეზით, ისევ 20 ლარიანი ჯარიმები დააკისრა.

როგორც ჩუბინიძე აცხადებს, მძღოლებს მანქანებს შორის დინსტანცია დაცული ჰქონდათ. მისი მტკიცებით, ავტოკოლონას წინ ჩაუდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და აიძულა მძღოლები, მოძრაობა შეენელებინათ, რის შემდეგაც ისინი გააჩერეს.

„ჩვენ ამის ამსახველი ვიდეომასალა გვაქვს, რომელსაც უახლოეს ხანში გავავრცელებთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სახალხო კრებამ 19 აპრილს ბათუმში კრების ახალგაზრდული ორგანიზაცია და „შეფიცულთა რაზმი“ დააფუძნა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები