კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქმარმა და შვილმა 63 წლის ქალი მეორე სართულიდან გადმოაგდეს

27 აპრილი, 2011

ინციდენტი მოხდა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 63 წლის ცისმარ რ-შვილი მეუღლემ და შვილმა ჯერ ცემეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადააგდეს. დაზარალებული მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და საოპერაციოდ ამზადებენ.

დაზარალებულის მეზობლების განცხადებით, ინციდენტის დროს ცისმარ რ-შვილის მეუღლეც და შვილიც ნასვამები იყვნენ. მათივე თქმით, ეს ოჯახური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.

„ქალს თითქმის ყოველდღე სცემდნენ. შვილი ადრე გაასამართლეს კიდეც, მაგრამ არაფერი ეშველათ. რაც ხელში მოხვდებათ, ყველაფრით ურტყამდნენ. ეს საცოდავი ქალი სულ გზაზე იდგა და როგორც კი პატრულის მანქანას დაინახავდა, დახმარებას სთხოვდა. ბოლოს პატრული აღარც კი უჩერებდა. გურჯაანის პოლიციასაც მიმართა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ორი დღის წინ კი მეორე სართულიდან გადმოაგდეს“, - აღნიშნეს მეზობლებმა.

თავად დაზარალებული ძალადობის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, ღამით ეზოში წაიქცა და დაშავდა. მეზობლების განცხადებით, დაზარალებული დაშინებულია: „ქმარიც და შვილიც დაემუქრნენ - პოლიციას ჩვენება არ მისცე, თორემ საავადმყოფოდან რომ გამოგწერენ, მოგკლავთო“.

მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები