კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა სახლიდან გაყვანილ ბავშვს მწყემსად ამუშავებდნენ

28 აპრილი, 2011

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისგან ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ყველა შემთხვევის მონიტორინგს და პრობლემური შემთხვევების ხელახალ შეფასებას ითხოვს.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან 2009 წელს მოხდა სამი არასრულწლოვანი დის,  ე.მ.-ს,  ე.მ.-ს და ა.მ-ს რეინტეგრაცია. აღმზრდელების გადმოცემით, მას შემდეგ ბავშვები სისტემატურად დაკავებულნი არიან ქუჩაში მათხოვრობით.

„ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის შეტყობინებით, ამავე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი თ.რ.-ს რეინტეგრაცია მოხდა 2009  წელს, რის შემდეგაც ბავშვი, ოჯახის გადაწყვეტილებით, რეგულარულად დადის საქონლის სამწყემსად, რის გამოც ვერ იღებს განათლებას.  იგი ასევე მოკლებულია სრულფასოვან საკვებს. ბავშვის დედამ არასრულწლოვნის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში დაბრუნების თხოვნით არაერთხელ მიმართა ჯერ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებას, შემდეგ კი სოციალური მომსახურების სააგენტოს. ბავშვის დაბრუნება არ მომხდარა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
  
ომბუდსმენის თქმით, მონიტორინგის მიმდინარეობისას სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის ცნობილი გახდა სააღმზრდელო დაწესებულებების ბავშვთა რეინტეგრაციის პროცესის სხვა თვალსაჩინო ხარვეზებიც. „რამდენიმე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაცია და აღმზრდელები (ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება, თელავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება) მიუთითებდნენ კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც აღსაზრდელების გაყვანა ბიოლოგიურ ოჯახებში მოხდა ნაჩქარევად, ოჯახის შესაძლებლობებისა და ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი გარემოს არსებობის ჯეროვანი შეფასების გარეშე. შედეგად, ზოგიერთი ბავშვი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში, სადაც არ არსებობს მისი განვითარებისთვის ელემენტარული პირობებიც კი“, - აღნიშნავს ტუღუში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები