კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გუდაძე საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

29 აპრილი, 2011
ქართველი ჟურნალისტი ლევან გუდაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს შენობის წინ  უვადო შიმშილობის აქციას იწყებს. აქცია 27 აპრილს 12 საათზე დაიწყება. გუდაძე ამ აქციით საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს.

„2008-2009 წლებში პროფესიული (ჟურნალისტური) საქმიანობის გამო, საქართველოს სპეციალური სამსახურების არასასურველი „ყურადღების“ ცენტრში ავღმოჩნდი. შედეგად ოჯახისა და პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე 2009 წლის 3 სექტემბერს ოჯახთან ერთად ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში გადავედი.

2009 წლის 11 სექტემბერს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა „სამხრეთ ოსეთიდან“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაგვიყვანეს, აქტიური ჩარევისა და ზეწოლის შედეგად.

რუსეთის ფედერაციაში რამდენჯერმე მომიწია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფე-ეს-ბე) მხრიდან თანამშრომლობის წინადადების უარყოფა, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა“,– განმარტავს ლევან გუდაძე.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მას და მის ოჯახს საქართველოში გაცილებით ნაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე რუსეთში. საქართველოში დაბრუნებას კი 18 თვეა, ცდილობს და ვერ ახერხებს.

„იძულებული ვარ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო და ამ გზით შევეცადო ოფიციალური თბილისის ყურადღების მიპყრობას და ოჯახის სამშობლოში დაბრუნებას“, - აცხადებს ლევან გუდაძე.

ტრიბუნა.ge

ახალი ამბები