კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29 აპრილი, 2011
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მატემატიკის მასწავლებლის ნუნუ ირემაშვილის მიერ მე-5 კლასის მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელმა მოსწავლე 18 აპრილს ცემა. პედაგოგმა ბავშვს თავი კედელზე და მერხზე არტყმევინა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოითხოვა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსწავლის ცემის ფაქტზე ტელეკომპანიებმა სიუჟეტები გადაიღეს, ოღონდ ეთერში არ გაუშვეს, რადგან ნუნუ ირემაშვილი კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მამიდაშვილია.

ადამიანის უფლებათა ცენტრში მიაჩნიათ, რომ პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეგნებულად არასწორად დაიწყო, რადგან ცემას მოსწავლის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა არ მოჰყოლია.

„გამოძიება უნდა დაეწყოთ 125-ე მუხლით, რადგან ეს იყო ცემა და არა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. გამოძიება 118-ე მუხლით იმიტომ დაიწყეს, რომ აღნიშნული დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთება და საქმეს შეწყვეტენ“, - აღნიშნეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები