კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს

29 აპრილი, 2011
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „ზედმიწევნით და მიუკერძოებლად“ გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

„ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მის ვალდებულებას, დაასრულოს საჯარო მოხელეების დაუსჯელობა. Amnesty International-მა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეძლო სამართალდამცავების სამართალში მიცემა“, – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ ჯონ დალჰუისენმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ არსებული ბრალდებების სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს და პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობებისა, სამართალში მისცეს.

Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ყოველგვარი "შეფერხების გარეშე" განახორციელოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება.
~სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 26 აპრილს გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები, რომ მართალია სანდრო გირგვლიანი შსს–ს თანამშრომლების მიერ იყო მოკლული, მაგრამ დამნაშავეები, დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ, როგორც კერძო პირები და არა როგორც შსს-ს ოფიცრები და არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას.

თუმცა, სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას „აშკარად აკლდა“ მიუკერძოებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა რამდენიმე ძირითადი მტკიცებულება, რითიც ევროპის ადამიანის უფლებათა ცონვენციის 38–ე მუხლი დაარღვია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მართალია ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება პირდაპირ არ დაავალა, თუმცა გადაწყვეტილებამ საკმარისზე მეტი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მიანიშნეს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება არ დაიწყება.

სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გირგვლიანის ოჯახისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები