17:19, Tuesday, 18.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აქცია პარლამენტის წინ - ამოტრიალებული გაზეთებით და „შავების“ მეთვალყურეობით

04.05.2011

სალომე აჩბა

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „მობილიზებულმა მოქალაქეებმა“ 3 მაისს პარლამენტის წინ მედიის თავისუფლების დღე თეატრალიზებული აქციით აღნიშნეს.

„ფლეშმობი“ (ანუ სწრაფი მობილიზაცია) 3 მაისს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.  მოქალაქეები პარლამენტის წინ სხვადასხვა მხრიდან მივიდნენ და კიბეებზე ჩამოსხდნენ. მათ ხელში ამოტრიალებულად გაზეთები ეჭირათ. ამ გზით სურდათ, გამოეხატათ პროტესტი ქართულ მედიაში არსებული ცენზურის, თვითცენზურისა და სხვა შეზღუდვების გამო.

„დღეს პრესის თავისუფლების დღეა, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმაც გადაწყვიტა ამ დღის აღნიშვნა. ამ აქციით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქართული მედიის მიმართ. ქართული მედია ახლა ისეთ დღეშია, გინდა წაღმა დაგიჭერია და ისე წაგიკითხავს და გინდ უკუღმა, დიდი განსხვავება არ არის“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი ნინო ღვედაშვილი.

„ჩვენ  ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ მდუმარე აქციის ფორმით. მოვედით საკანონმდებლო ორგანოსთან, დავიჭირეთ ამოტრიალებული გაზეთები და ვაჩვენეთ, რომ ქვეყანაში იზღუდება მედიის თავისუფლება, აზრის თავისუფლება“, - განაცხადა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა ანი თვარაძემ.

პარლამენტის წინ გამართულმა უჩვეულო აქციამ გამვლელების ინტერესი და გაკვირვება გამოიწვია. რამდენიმე მათგანმა „ფლეშმობში“ ჩართვაც გადაწყვიტა. აქცია სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როცა მონაწილეებთან სამი შავტანსაცმლიანი და შავსათვალიანი კაცი მივიდა. მათ განაცხადეს, რომ პარლამენტის გარე პერიმეტრის დაცვის წევრები არიან, თუმცა, არც საბუთი წარმოუდგენიათ და არც შესაფერისი ფორმა ეცვათ. მათ უკმაყოფილო ტონით მოითხოვეს განმარტება, რა აქცია ტარდებოდა, ვინ იყვნენ ორგანიზატორები და რა მიზანს ისახავდა შეკრება. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის შენიშვნაზე - რატომ არ ეცვათ ფორმა, განაცხადეს, რომ ფორმის ჩაცმას შინაგანაწესი არ ავალდებულებთ. შემდეგ გვერდით დადგნენ და აქციის მიმდინარეობას მეთვალყურეობდნენ.

„ფლეშმობის“ გარდა, ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით 18:00 საათზე დისკუსიაც გაიმართა. დისკუსიაზე ისაუბრეს, რა რისკისა და საფრთხის ქვეშ უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა, რომ საზოგადოებას სწორი, დროული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.  დისკუსიის მოდერატორი იყი დოკუმენტალისტი სალომე ჯაში, ძირითადი მომხსენებლები კი - „როიტერის“ ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, ფოტოჟურნალისტი ლელი ბლაგონრაროვა, IWPR- ის რედაქტორი გიორგი კუპატაძე. დისკუსიას სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC