კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვლეფა სარფის საბაჟოზე - სახელმწიფოს სახელით

5 მაისი, 2011

„განა ასე უჭირს სახელმწიფოს, რომ სამთვიანი ფიზიკური მუშაობით ნაშოვნ ფულს გვართმევს?!“

მაკა მალაყმაძე, აჭარა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს ექმნება პრობლემა. უმრავლესობას შეძენილ საქონელს ართმევენ და უცხადებენ, რომ მათ დაარღვიეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანების თანახმად დადგენილი განბაჟების ახალი წესები. თუმცა, მოქალაქეთა მიერ მოთხრობილ ისტორიებში კანონდარღვევის ფაქტები არ იკვეთება.

მურად დიასამიძე: „თურქეთში ვმუშაობ და მიღებული ანაზღაურებით ოჯახისთვის ნივთები წამოვიღე. დაახლოებით 300 ლარის ღირებულებისა იქნებოდა. მე არ ვიცოდი განბაჟების წესევში შესული ცვლილების შესახებ, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიე, კანონი არც დამირღვევია. ჩემი ტვირთი 30 კილოგრამზე მეტი არ ყოფილა და არც 500 ლარზე მეტი ღირებულებისა იყო. ყველაფერი ჩამომართვეს, მხოლოდ ერთი ახალი პერანგი მეცვა და ის გადამირჩა. მებაჟამ მითხრა, რომ ეს სახელმწიფოსთვის საჩუქარი იქნება. განა ასე უჭირს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენი სამთვიანი ფიზიკური მუშაობით ნაშოვს გვართმევს?“

ირინა ასანიძე: „ერთი თეთრეული მქონდა. შემიყვანეს შიგნით და ჩამომართვეს. სად მიგაქვთ-მეთქი, რომ ვკითხე, სამტრედიაში ან სხვაგან ბავშთა სახლს უნდა გადავცეთო. თუ ბავშვთა სახლს უნდა გადასცენ, მე თვითონ წავიღებ, გამომყვეს თუნდაც წარმომადგენელი-მეთქი“.

„მებაჟემ მითხრა, რომ 30 კილოგრამდე ნივთის გადმოტანა შეგვეძლო. ჩვენც თითო-თითო ნივთი ჩავაწყვეთ და ახლა სხვა მებაჟეების ცვლამ ყველაფერი ჩამომართვა. არ ვიცი, როგორ დავბრუნდე შინ ერთი შამპუნით“, - ამბობს ნადია ბუჩუკური, რომელიც სარფის საბაჟოზე 9 აპრილს გადმოვიდა.

მოქალაქე ციური საყვარელიძე შედარებით რთულ მდგომარეობაშია. მას საზღვარზე გადასვლასთან დაკავშირებით ერთწლიანი შეზღუდვა დაუწესეს: „გადმოსვლისას ტანთ მეცვა სპორტული ტანსაცმელი, რომელიც რამდენჯერმე მანამდეც მცმია. მითხრეს - ათასლარიან ჯარიმას თუ არ გადავიხდიდი, ერთწლიან შეზღუდვას გამომიწერდნენ. შემდეგ დამიწერეს ოქმი, რომ ტანთ მეცვა და მალულად შემომქონდა საქონელი. ამის შემდეგ, ერთ კვირაში მომივიდა შეტყობინება, რომ მაქვს ერთწლიანი შეზღუდვა საბაჟოს გადაკვეთაზე“.

ზოგიერთ მოქალაქეს სარფის საბაჟოზე გადმოსვლისას პრობლემა არ ექმნება.

ელენე წერეთელი: „გუშინ ჩემი რძალი გამოატარეს ისე, რომ ჩანთაც კი არ გაუხსნეს. 300-350 ლარის საქონელი ჰქონდა შეძენილი. ხოლო მასთან ერთად მყოფ მოქალაქეებს 500 ლარამდეც კი. სამი თვეა, თურქეთში არ ვყოფილვარ და ვიფიქრე წავალ-მეთქი. თუმცა მერე საბაჟოზე ყველაფერი ჩამომართვეს”.

2011 წლის 1 თებერვლიდან „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ბრძანებაში შესულ 61-ე მუხლის დამატებაში აღნიშნულია: „საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი პორტალების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით“.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთაღნიშნული მოქალაქეების მიერ შემოტანილი საქონელი არ განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ ფართო მოხმარების საქონელს, მათ მაინც ჩამოერთვათ საქონელი.

ჩვენს რესპონდენტებს თურქეთ-საქართველოს საზღვარი თვეზე მეტია არ ჰქონდათ გადაკვეთილი, მათი ტვირთის წონა 30 კგ-ს აღემატებოდა და საქონლის თვითღირებულებაც კანონის შესაბამისი იყო.

შევეცადეთ, საბაჟოს თანამშრომლებისგან გაგვერკვია, თუ რატომ ითვლება ფართო მოხმარების საქონლად თითო-თითო პირსახოცი, პერანგი, თეთრეული. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე ცდილობდა, კომენტარი მიეღო სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელისგან, ვლადიმერ ლაზარიშვილისგან. ეს მოხელე ვერც სარფის საბაჟოზე და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ვნახეთ. ჩვენი კოორდინატები გადავეცით აღნიშნული სამსახურის გაფორმების სერვის ცენტრის წარმომადგენელ თანდილა შელიას, რომელიც დაგვპირდა, რომ პირადად ლაზარიშვილს გადასცემდა და ეს უკანასკნელი, კომენტარზე უარს არ გვეტყოდა. თუმცა, ეს ნაბიჯიც უშედეგო აღმოჩნდა.

ახალი ამბები