კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

CCA-ის ადვოკატირების შედეგად 77 წლის ნათელა ჯაჭვაძეს სოციალური დახმარება დაენიშნა

6 მაისი, 2011

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადვოკატირების შედეგად 77 წლის ნათელა ჯაჭვაძეს სოციალური დახმარება დაენიშნა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში განუცხადეს. დახმარებას ოჯახის სამივე წევრი - ნათელა ჯაჭვაძე, მისი შვილი და შვილიშვილი მიიღებენ.
 
დაახლოებით ორი თვის წინ, 77 წლის ნათელა ჯაჭვაძემ აღმოაჩინა, რომ  სტუდენტია და თან სატყეო სააგენტოში იურისტად მუშაობს, რის გამოც სოციალური დახმარება შეუწყდა. გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ნათელა ჯაჭვაძე 7 თვის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში დახმარების აღდგენას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

77 წლის ნათელა ჯაჭვაძემ დახმარებისთვის „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. ცენტრის ადვოკატირების შედეგად, ოჯახი გადამოწმდა და 51 600 ქულა მიენიჭა. ნათელა ჯაჭვაძე, მის უმუშევარი შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი სოციალურ დახმარებას ივნისიდან მიიღებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები