22:06, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოძალადე უფროსი

10.05.2011

ალეკო ცქიტიშვილი

7 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდსა და „სოხუმს“ შორის გამართული თამაშისას მომხდარ ინციდენტში თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც ჩაერთო.

პოლიციის მაღალჩინოსანი სპორტულ მოედანზე მას შემდეგ გავიდა, რაც შსს-ს გუნდის მოთამაშე ბესარიონ ლეჟავამ არბიტრ მაკა კუპატაძეს შელაპარაკების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ, გიორგი გეგეჭკორმა ხელი გაარტყა მოედანზე მყოფ დაცვის პოლიციის თანამშრომელს. ვიდეომასალა youtube-ზე გავრცელდა ( იხილეთ ვიდეო).

როგორც ვიდეომასალიდან ჩანს, გიორგი გეგეჭკორი მოედანზე გადავიდა არა როგორც პოლიციის მაღალჩინოსანი, არამედ როგორც გულშემატკივარი. მან არათუ არაფერი იღონა წესრიგის დაცვისათვის, არამედ თვითონ მოგვევლინა წესრიგის დამრღვევად.

რაც შეეხება ინციდენტს კალათბურთელსა და მსაჯს შორის, თამაშის დასრულებამდე 13 წამით ადრე, ლეჟავამ თავი ჩაარტყა არბიტრს, რის შედეგადაც თამაში შეწყდა და გამარჯვებულად „სოხუმი“ დასახელდა.
 
მომხდართან დაკავშირებით საქართველო კალათბურთის ფედერაციაში სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბესო ლეჟავა 2013 წლის 1 იანვარამდე დისკვალიფიცირებულია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.

როგორც საიას წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გეეგჭკორის ქმედება არ არის სამსახურებრივი მოვალეობის დროს ჩადენილი, მაგრამ აშკარად არის შსს-ს დისკრედიტაციისკენ მიმართული. პოლიციელი, რომელიც ძალადობისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისათვის უნდა იბრძოდეს, თვითონვე არის მოძალადე და კანონდამრღვევი. შესაბამისად, ეს საკითხი შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა შეისწავლოს და კანონით გათვალისწინებული ზომები გაატაროს. სანქციები შენიშვნას, გაფრთხილებას და სამსახურიდან გათავისუფლებასაც გულისხმობს.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროსაც აქტიურობს. დაკავებული მანიფესტანტები მას ხშირად ადანაშაულებენ ძალადობაში. გეგეჭკორის ინციდენტების შესახებ ინფორმაციას ფლობენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს საკალათბურთო გუნდის თამაშს გადამწყვეტ ეტაპზე გასულ წელსაც დიდი არეულობა მოჰყვა. კერძოდ, 2010 წლის 27 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთის გუნდმა და რუსთავის  „ენერჯი ინვესტმა“ ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი ითამაშეს. მას შემდეგ, რაც შეხვედრა ოცქულიანი სხვაობით „ენერჯი ინვესტის“ გამარჯვებით დამთავრდა, რუსთავის „აზოტის“ სპორტკომპლექსში არეულობა დაიწყო. თვითმხილველი ჟურნალისტის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა ალყაში მოაქცია რუსთავის საკალათბურთო გუნდის 20-მდე ახალგაზრდა გულშემატკივარი და ცემა დაუწყო. ინციდენტი პირველი არხისა და რეგიონალურმა ტელევიზიების ოპერატორებმა გადაიღეს, მაგრამ შსს-ს წარმომადგენლებმა მათ კასეტები ჩამოართვეს.

შარშანდელი ინციდენტი მედიაში არ გაშუქებულა, თუ არ ჩავთვლით humanrights.ge-ს რეგიონული კორესპონდენტის მიერ მომზადებულ სტატიას - „მატჩი, რომელიც არ გაშუქდა - შსს-ს აგრესიული გულშემატკივრები „აზოტის“ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC