კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი პრემიერს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს

11 მაისი, 2011

ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი პრემიერ მინისტრს მიმართავს და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. მეარაყიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ნიკა გილაურს სამართლიანობას სთხოვს, როცა იგი დევნილთა კომპენსაციების შესახებ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

თამარ მეარაყიშვილის განმარტებით, მან მთავრობის კანცელარიას მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით, რითაც კუთვნილი 10 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.

„მაქვს 14-კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომელთა კუთვნილი 10 ათას დოლარიანი კომპენსაცია ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახების წევრებმა რაიონის გამგებლის მითითებით აიღეს. ამის საფუძვლად სახელდება ის, რომ თითქოსდა თავდაპირველმა ადრესატებმა კომპენსაციის აღებაზე უარი განაცხადეს. თუმცა, უარი არსად არ არის დაფიქსირებული. ასევე გაუგებარია, რატომ უნდა აეღოთ ამ ადამიანების კუთვნილი თანხა სწორედ ხელისუფლების წარმოამდგენლების ოჯახების წევრებს. ამ სიაში აღმოვჩნდი მეც და ჩვენს ოჯახთან დაკავშირებით პრემიერმა უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მოვუწოდებ პრემიერს, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და აღარ დაუშვას პრაქტიკა, რასაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. აქ სახეზეა ელიტური კორუფცია და ნუ ეცდებიან, რომ ელიტური დევნილობაც შექმნან“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

იგი ასევე კითხვით მიმართავს ახალგორის რაიონის გამგეობას - რის საფუძველზე მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ამასთან, თამარ მერაყიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ახლობლებმა კომპენსაცია ომის შემდეგ ორჯერ აიღეს.

იგი ადასტურებს, რომ კომპენსაცია იმ პირებისთვის იყო გათვალისწინებული, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საცხოვრებელი დაკარგეს და უკან დაბრუნების საშუალება არ აქვთ.

„ამჟამად ახალგორში ვცხოვრობ და შესაძლოა, მიპასუხონ, რომ ეს კომპენსაცია აღარ მეკუთვნის, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეს თანხა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ჩემს სახელზე მიიღო. მზად ვარ, კომპენსაციისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც კი ვიბრძოლო და შემდეგ ეს თანხა ლიახვის ხეობიდან დევნილ რომელიმე ისეთ ოჯახს გადავცე, რომლებმაც მართლაც დაკარგეს საცხოვრებელი და კომპენსაცია მაინც ვერ აიღეს“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები