კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატები პარლამენტთან შიმშილობის აქციას იწყებენ

11 მაისი, 2011

ადვოკატები 17 მაისიდან პარლამენტის წინ შიმშილობის აქციას იწყებენ.
აქციის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ადვოკატებმა განცხადება თბილისის მერიაში შეიტანეს.

როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ისინი 17 მაისიდან ხუთი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში პარლამენტის წინ იშიმშილებენ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე შიმშილობას 30 ადვოკატი დაიწყებს, რომელთა შორისაც ხაჭაპურიძეც იქნება და არ არის გამორიცხული, რომ ხუთი დღის განმავლობაში საშიმშილოდ მათ კიდევ სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამ აქციით მათ სურთ მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა და იმის წარმოჩენა, რომ საქართველოში თავისუფლება არ არის.

მისი განცხადებით, მათი მოთხოვნაა ქვეყანაში იყოს თავისუფალი სასამართლო, მოხდეს ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდების საქმეების ობიექტური გამოძიება, აღსრულდეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გათავისუფლდეს მოსამართლე გიორგი ჩემია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები