კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმელები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ 6 მაისი წაართვა

11 მაისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ალღუმის გასაშუქებმად მედიის წარმომადგენლებზე აკრედიტაცია შერჩევით გაიცა. თავისუფალი მედია და რიგითი მოქალაქეები ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ვერ მოხვდნენ. 

თუ რატომ არ დაუშვეს აღლუმის გასაშუქებლად დამოუკიდებელი ტელეკომპანია TV25 და ტელეკომპანია „მაესტრო“, ადამიანის უფლებათა ცენტრი შსს-ს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

6 მაისს აჭარაში სამი სადღესასწაულო თარიღი აღნიშნა. აღლუმის გადასაღებად აკრედიტებულ ტელეკომპანიათა რიცხვში „25-ე არხი“ და ტელეკომპანია „მაესტრო“ ვერ მოხვდნენ. გადამღებმა ჯგუფმა პოლიციელთა კორდონის მიღმა იმუშავა.

ტარიელ ცეცხლაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი აჭარაში: „დილით, 10 საათზე მივედით გენერალური რეპეტიციის გადასაღებად. განგვიცხადეს, რომ საშვი იყო აუცილებელი და უნდა მიგვეღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.  არაერთგზის ვცადეთ სამინისტროსთან დაკავშირება მეც და ჩემმა ხელმძღვანელობამაც. თუმცა, მათ პირიქით განაცხადეს, რომ არანაირი საშვი არ იყო აუცილებელი და თავისუფლად შეიძლებოდა გადაღება“.

მაია მერკვილაძე, „25ე არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი: „წინა დღით დავუკავშირდი შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ გვენეტაძეს და აკრედიტაცია ვთხოვე. პირველ ზარზე მისი პასუხი იყო, რომ დაგვირეკავდა. შემდეგ დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავურეკე და ასეთივე პასუხები მივიღე. პარალელურად ვურეკავდი აჭარის მთავრობის პრესსამსახურშიც, სადაც თავაზიანად მიხსნიდნენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტის თქმით, მას 6 მაისის სხვა აქტივობების გაშუქებაში პრობლემები აღარ შექმნია. ხოლო, TV 25-ის შემთხვევაში, სხვაგვარად იყო: „აღლუმის გარდა, სხვა ღონისძიებებიც იყო დაგეგმილი, რომელსაც ბათუმის მერია უწევდა კოორდინირებას. თუმცა, ბათუმის დელფინარიუმში მხოლოდ პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნათია ბანძელაძის დახმარებით შევაღწიეთ. 6 მაისს, პრესსამსახურებიც გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათ ფუნქციებს ვიღაც, ჩემთვის უცნობი პირი ასრულებდა“.

საზეიმო ღონისძიებაზე დასწრების საშუალება პოლიციელებმა არც მოქალაქეებს მისცეს. ბათუმელები თვლიან, რომ ეს დღე მათ საქართველოს ხელისუფლებამ წაართვა, რადგან მოსახლეობას ღონისძიებებზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

„ბავშვთან ერთად მოვედი, ალღუმი გვინდოდა გვენახა, მაგრამ არც აქედან შეგვიშვეს და არც სხვა მხრიდან. რისთვისაა მაშინ ეს ღონისძიება, მარტო პრეზიდენტისთვის და ვანო მერაბიშვილისთვის არის?“, - კითხულობდა ნუკრი ზოიძე.

„ვერ მოვახერხე შესვლა. ეს ხალხისთვის თუ არ იყო, მაშინ სხვაგან ჩაეტარებინათ“, - ბრაზობდა მოქალაქე.

ბათუმის ახალ ბულვარში საზეიმო აღლუმი დღის 12 სათზე დაიწყო და ნახევარ საათს გაგრძელდა. პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმში შსს-ს თითქმის ყველა დეპარტამენტი მონაწილეობდა. აღლუმს ორგანიზებას თავად შსს უწევდა. ახალ ბულვარში საზეიმო მარშით შსს-ს 4000-მა თანამშრომელმა ჩაიარა, ასევე მოეწყო საზღვაო და მსუბუქი ჯავშანტექნიკის დემონსტრირება.

ახალი ამბები