კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Transparency International Georgia სამუშაო ბარათს გამოსცემს

13 მაისი, 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (Transparency International Georgia) პირველად გამოსცემს კვარტალურ დოკუმენტს სახელწოდებით „სამუშაო ბარათი“. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტში მოცემულია ქვეყნის იმ ძირითადი სფეროების შემაჯამებელი შეფასებები, რომელთა დახვეწა და განვითარება ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გარანტი იქნება.

„დღესდღეობით ამ სფეროებს განეკუთვნება საარჩევნო გარემო, მედიის გამჭვირვალობა, საკუთრების უფლებები და კონკურენტუნარიანობა. შეფასებებს თან სდევს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც ზოგადია და შეიცავს იმ პრობლემების მოკლე მიმოხილვას, რასაც სამომავლოდ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.
 
ორგანიზაციის მიერ წარმოებული ყველა კვლევა და ანალიზი, ასევე ბლოგები ელექტრონულად ხელმისაწვდომია საიტზე:
http://transparency.ge/en 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები