კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ და „იმედი“ 2500 – 2500 ლარით დააჯარიმა

13 მაისი, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა სტუდია „მონიტორის“ საჩივარი ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წინააღმდეგ. კომისიამ ტელეკომპანიების მხრიდან მაუწყებლობის შესახებ კანონის 64-ე მუხლის დარღვევა აღიარა და მაუწყებლებს ჯარიმის გადახდა დააკისრა 2500 – 2500 ლარის ოდენობით.

კომისიის წარმომადგენლის კახი ყურაშვილის განმარტებით, კომისიამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ. „გარდა ამისა, ტელეკომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული რეკლამებისა და ტიხრების ოდენობის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორი“ 2009 - 2010 წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს, ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების დაცვაზე.

„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არაერთი დარღვევა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიებს რეკლამის წესების დარღვევისათვის სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება.

2011 წლის 7 მარტს სტუდია „მონიტორმა“ განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამჯერად დარღვევის საფუძველი გახდა: ლიცენზიის მფლობელების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევა, ანუ ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია რეკლამით შეწყვეტის შესახებ; საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით; საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ანუ საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების დარღვევა.

სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელის ნინო ზურიაშვილის განმარტებით, კომისიაში მათ მესამე საჩივარიც წარადგინეს, თუმცა კომისიამ ის მეორე საჩივართან გააერთიანა და გადაწყვეტილება ტელეკომპანიების დაჯარიმების შესახებ ისე მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების ვიდეოჩანაწერი .

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები