კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის მასწავლებელს მოსწავლის ცემის გამო გირაო შეუფარდეს

13 მაისი, 2011

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელს მაია ბაწელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 3500 ლარის ოდენობით. პროკურატურა მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

სსკ-ის 120-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს, 125-ე მუხლი კი ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, მუსიკის მასწავლებელმა მაია ბაწელაშვილმა გაკვეთილის დროს ერთ-ერთ მოსწავლეს თავში ფანდური ჩაარტყა, რის გამოც მოზარდმა ტვინის შერყევა მიიღო. მასწავლებელი ინციდენტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე განაჩენს 23 მაისს გამოიტანს. სასაპრთლო პროცესი 11:00 საათზეა დანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა კოდექსი სანქციის სახით ჯარიმასაც ითვალისწინებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები