კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Amnesty International: ყოველწლიური ანგარიში საქართველოზე (2011 წელი)

16 მაისი, 2011

Amnesty International-ის 2011 წლის ანგარიში 2010 წლის განმავლობაში მსოფლიოს 157 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს. „2010 წელი გარდატეხის წელი იყო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიერ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით. ასევე, ეს იყო წელი, როცა რეპრესიულმა მთავრობებმა გააცნობიერეს რეალური შესაძლებლობა, რომ მათი დღეები დათვლილია“, - ნათქვამია ანგარიშის შესავალში. საქართველოს შესახებ ანგარიშის ქართული თარგმანი foreignpress.ge-მ გამოაქვეყნა. გთავაზობთ მას სრული სახით.

ძველებურად რჩება შეშფოთება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მისი დასრულებიდან მალევე, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებასთან დაკავშირებულ პროგრესზე. გარკვეული წინსვლის მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბინავებასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არასაკმარისი იყო.

ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ მაისის მუნიციპალური არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ზოგადად პოზიტიურად შეფასდა, მას თან ახლდა ოპოზიციის ზოგიერთი კანდიდატის დევნასა და დაშინებასთან დაკავშირებული შენიშვნები. ოქტომბერში კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2013 წელს ამოქმედდება და რომლის თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირდება პრეზიდენტის ძალაუფლება, გაიზრდება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის უფლებამოსილება.

სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში და მათ ირგვლივ დაძაბული რჩება. ამ რეგიონებმა დამოუკიდებლობა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოაცხადეს. იმ წელს დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებები, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილი, დიდწილად ჩიხშია მოქცეული.

მოქალაქეები ძველებურად განიცდიან დევნას და არ არიან დაცულები აფხაზეთის გალის რაიონში, სადაც სროლების, მკვლელობებისა და გადაწვის ფაქტებზე ცნობები ივნისში გავრცელდა.

შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები

არ ყოფილა არანაირი მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიებაში, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის ომის დროს და უშუალოდ მისი დასრულების შემდეგ, ასევე სასამართლოსთვის დამნაშავეების გადაცემის მხრივ. სექტემბერში ევროპის საბჭოს (CoE) ადამიანის უფლებების კომისარი იუწყებოდა ყველა მხარის მხრიდან არსებულ „სერიოზულ ხარვეზებზე“  იმ ადამიანთა ბედის გარკვევის პროცესში, რომლებიც ომის დროს დაიკარგნენ. ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობის აშკარა უარი იმ სამი ოსი მამაკაცის ბედის ეფექტურ გამოძიებაზე, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერში სავარაუდოდ ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიკარგნენ.

- საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული ექვსი ოსი მამაკაცი მარტში გაათავისუფლეს, რასაც მაისში სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ექვსი ადამიანის გათავისუფლება მოჰყვა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა მოუწოდა იმ დანარჩენი ადამიანების გათავისუფლებისკენ, რომლებიც ცხინვალში კონფლიქტის დროს და მას შემდეგ დააკავეს, რადგან არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობა უარესდებოდა.

- 26 ივლისს, ცნობილ ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტ თემურ ცხოვრებოვს ცხინვალში (სამხრეთ-ოსეთი) ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს, დანით დაჭრეს ყელის არეში, მოატეხეს თითი და სახესა და სხეულზე დაუტოვეს სხვა ჭრილობები. ოთხი დღით ადრე, დე-ფაქტო სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ბორის ჩოჩიევმა დაგმო ნიდერლანდებში გამართული ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი, როგორც სამხრეთ-ოსეთის ინტერესებისთვის მავნე, რომელსაც თემურ ცხოვრებოვი ესწრებოდა. წლის ბოლოსთვის არანაირი ეფექტური გამოძიება ამ თავდასხმის ფაქტზე ჩატარებული არ იყო.

- გრძელდებოდა სამოქალაქო პირების დაკავება და დაპატიმრება საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის (დე-ფაქტო საზღვარი საქართველოს და სამხრეთ-ოსეთს შორის ომის შედეგად შეიქმნა) „უკანონონო გადაკვეთის“ ბრალდებით. წლის მეორე ნახევარში ხანგრძლივ დაკავებასთან დაკავშირებული ინციდენტები შემცირდა.

ერთადერთი კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლებებმა არ დაუშვეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

იძულებით გადაადგილებული პირები

მთავრობამ გადადგა ნაბიჯები დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მაგალითად განაახლა ზოგიერთი ყველაზე მოუწყობელი საცხოვრებელი და დევნილებს საკუთრება გადასცა, თუმცა ზოგიერთი გარემონტებული კოლექტიური ცენტრები და ახლადაშენებული დასახლებები ადეკვატურ საცხოვრებელზე საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა,  წყალმომარაგების, სანიტარული ნორმებისა და სხვა მნიშვნელოვანი მომსახურების თვალსაზრისით. კვლავ ნელა მიმიდნარეობს დევნილთა ინტეგრაცია, ბევრი მათგანი ძველებურად ისეთი პრობლემების წინაშეა როგორიცაა უმუშევრობა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

დაახლოებით 500 დევნილი თბილისში ივნისში, ივლისსა და აგვისტოში იძულებით გამოსახლების წინაშე აღმოჩნდა. გამოსახლება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მოხდა და  ზოგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ადამიანებისთვის ალტერნატიული თავშესაფრის ან კომპენსაციის გადაცემა. აგვისტოში ხელისუფლებამ ყველა შემდგომი გამოსახლების ეტაპი შეაჩერა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ახალი გზამკვლევის შემუშავების მოლოდინში, რაც ოქტომბერში დასრულდა.

პოლიცია და სპეცსამსახურები

სექტემბერში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი იუწყებოდა გარკვეული პროგრესის შესახებ ისეთ საქმეში, როგორიცაა სასამართლო პროცესამდე პოლიციის მხრიდან ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობის შეწყვეტა, თუმცა პრობლემები რჩებოდა ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით პირების დაკავების და პოლიციის განყოფილებებში ყოფნის დროს.

24 სექტემბერს პოლიციამ „დაკავებისა და ჩხრეკის“ მხრივ ახალი უფლებამოსილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია შეშფოთებას გამოსთქვამს, რადგან კანონით არ არის დადგენილი ის კონკრეტული გარემოებები, რომლის დროსაც პოლიციას ამ უფლებამოსილების გამოყენება შეუძლია, ან ამ დროს პირის დაკავების კონკრეტული ვადა.

გამოძიება აღარ გრძელდება 2009 წლის აპრილ-ივლისში პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული აქციების დროს პოლიციის და უცნობი ნიღბიანი მამაკაცების მხრიდან დემონსტრანტების დევნის, დაშინებისა და ცემის ფაქტებზე.

- მთავრობამ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიება და პოლიციის იმ ოფიცრების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც არსებული ინფორმაციით, უხეშად დაუშინეს ტყვიები დემონსტრანტებს 2009 წლის ექვს მაისს და დაჭრეს  რამდენიმე ადამიანი.

- არ გამოქვეყნებულა დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა გამოძიების შესახებ 2009 წლის 15 ივნისს თბილისში პოლიციის შენობის მიღმა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე.

ძალადობა ქალების და გოგონების მიმართ

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პირველი თავშესაფრები თბილისსა და გორში გაიხსნა. 2010 წლის მარტში, დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და ოჯახური ურთიერთობების სფეროში დისკრიმინაციის პრობლემების გადაწყვეტის მიზნით პარლამენტმა მიიღო „კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ“.

ქართულად თარგმნა foreignpress.ge-მ

ორიგინალი: http://amnesty.org/en/region/georgia/report-2011

ორიგინალი:

ახალი ამბები