კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილს არ ესმის, რატომ ამუხრუჭებს ტრაქტორისტი, რომელსაც მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევენ

16 მაისი, 2011

ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ ესმის, რატომ ამუხრუჭებს ტრაქტორისტი მაშინ, როდესაც მას მიწის დამუშავების ნებას არ აძლევენ და წინ უწვებიან.

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2011“-ზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობა მინიმუმ გაასამმაგოს, გაახუთმაგოს და გააექვსმაგოს.

მისი განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობა დღეს ძალიან ჩამორჩენილია, გარდა ამისა, არის ხალხი, ვინც წინ უწვება ტრაქტორებს და გადახვნის საშუალებას არ აძლევს.

„არ მესმის, ტრაქტორისტი რატომ ამუხრუჭებს. თუ უწვება, გადაუარონ. ბოდიშს ვიხდი, არ გაიგონ ბუკვალურად ეს, მაგრამ მათ დრო გადაუვლით, რადგან პროგრესის გაჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვინც ცდილობს მიწის ხვნის პროცესი შეაჩეროს, ის ეწინააღმდეგება საქართველოს პროგრესს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში მიწები ხელში ჩაიგდეს გამგებლებმა, ყოფილმა პროკურორებმა, რაიკომის მდივნებმა. ახლა კი, სააკაშვილის განცხადებით, მათ ვინც კორუფციული სქემებით ჩაიგდო ხელში მიწები, მათი ქართველი ხალხისთვის დათმობა მოუწევთ.

ამასთან, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა იმ ხალხში, ვინც „ტრაქტორებს უწვება“. თუმცა, ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ ტრაქტორების შეჩერებას გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში „ქართული პარტიის“ ლიდერები - სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ცდილობდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები