კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლოკოკინამ ვენახები გაანადგურა, მინისტრმა კი არაფერი იცის

17 მაისი, 2011
კახეთში ვაზს, ხეხილის ბაღებსა და ბოსტნეულს ლოკოკინა შეესია. როგორც სოფლებში, ვაზისუბანსა და კარდენახში გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ლოკოკინამ მოსავლის 80% გაანადგურა. მოსახლეობა შველას ითხოვს.

„ახლად ამოსული ლობიო, ხახვი და მწვანილი მთლიანად გადაძოვა. ლოკოკინებს ვაგროვებთ და ნაკვეთიდან ვედროებით გამოგვაქვს“, -  აღნიშნა ვაზისუბნის მკვიდრმა ლია მეკოკიშვილმა.

„გაგვაუბედურა! მშივრებს გვტოვებს! არაფერი შველით! ვეზიდებით, ტომრებში ვყრით და ცეცხლზე ვწვავთ, მაგრამ მეორე დღეს ვენახი ისევ ლოკოკინით არის სავსე. ვაზი სულ გაძოვეს“, - ამბობს კარდენახის მკვიდრი თამაზ ჩახვაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს დაუკავშირდა.

- ბატონო ბაკურ, თუ გაქვთ ინფორმაცია კახეთში ვენახებს, ხეხილის ბაღებსა და ბოსტნეულს ლოკოკინა რომ ანადგურებს და რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო?

- არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვენახებს ლოკოკინა შეესია და შესაბამისად, ვერც იმაზე გეტყვით რამეს, რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ გლეხებს. მცენარეთა დაცვის სამსახურს მიმართეთ და შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია“.

სოფლის მეურნეობის დარგში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვალერი გორგიშელის განცხადებით, ის ადგილები, სადაც ლოკოკინაა გავრცელებული, ქიმიური ხსნარით უნდა დამუშავდეს, რაც ადამიანისთვის საშიში არ არის.

ვიდეომასალა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები