კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩხერის რაიონში რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდები დაჭრეს

18 მაისი, 2011

18 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრებ ხუთ ახალგაზრდას სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შსს-ს ინფორმაციით, 17, 21, 22, 26 და 27 წლის ახალგაზრდები საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, ჩონთოს ხეობაში ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ დაკავებას სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შეეცადნენ.

ახალგაზრდებმა გაქცევა სცადეს, თუმცა, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შედეგად დაიჭრა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. მათ შორის, მძიმედ არის დაჭრილი ადგილობრივი სკოლის 17 წლის მოსწავლე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები