კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალექსანდრე ხეთაგური: „ერის მოღალატედ რომ გამომაცხადეს, ის მემორანდუმი აფხაზებმა დაბლოკეს“

19 მაისი, 2011
„ენგურჰესის“ მართვასთან დაკავშირებით, რუსეთსა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება, აფხაზებმა ჩაშალეს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება აფხაზების ფინანსურ ინტერესებშიც არ შედიოდა. 

მინისტრის განმარტებით, აფხაზები მილიარდ 400 მილიონ კილოვატ საათს უფასოდ იღებენ და ყიდიან და ამას მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, ვეღარ გააკეთებდნენ. 

„ერის მოღალატედ რომ გამომაცხადეს, ის მემორანდუმი აფხაზებმა დაბლოკეს“, – განაცხადა ხეთაგურმა. მისივე თქმით, საქართველოს ახალი მემორანდუმის ხელმოწერაც აწყობს და დოკუმენტის არგაფორმებაც. კერძოდ, თუ მემორანდუმს ხელი არ მოეწერა, სადგურზე სტატუს-ქვო შენარჩუნდება, თუ მოეწერა, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ, „ენგურჰესი“ და სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად 24 მლნ ლარის დამატებით შემოსავალს მიიღებს და იქნება გარანტია, რომ რუსები და აფხაზები ჰესის მართვაში არ ჩაერევიან და დარჩება საქართველოს მენეჯმენტში.

ალექსანდრე ხეთაგური „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მართვაში აფხაზების ჩარევას ცალსახად გამორიცხავს და როგორც აცხადებს, „მათ ამის სურვილი არც აქვთ“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები